დასავლეთი იანუკოვიჩს იმ კანონის გამო აკრიტიკებს, რომელიც რადამ ხუთშაბათს მიიღო და კიევში აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს.
ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, ეს არის ადამიანის აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. დასავლეთი მოუწოდებს იანუკოვიჩს უარი თქვას ამ კანონზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უკვე მოაწერა ხელი უმაღლესი რადას მიერ ხუთშაბათს მიღებულ კანონებს, რომელიც ქვეყანაში საპროტესტო აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს.
ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. ახალი კანონებით, პატიმრობა შეეფარდებათ საპროტესტო აქციებსა და შეკრებებში ნიღბებითა და ჩაფხუტებით მონაწილე პირებს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან პირები, ვინც ექსტრემალურ საქმიანობას ეწევიან, ასევე ადმინისტრაციული სასჯელი და ჯარიმა დაწესდა მიტინგების დროს კარვების გაშლაზე და საპროტესტო აქციების წაქეზებისთვის, იკრძალება ავტოკოლონაში ხუთ მანქანაზე მეტით გადაადგილება.
მასალის გამოყენების პირობები






