რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის ყველაფერს გააკეთებს. აღნიშნული განცხადება ვლადიმერ პუტინმა უცხოურ მედიასთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, სწორედ აღნიშნული მოტივით გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ოლიმპიადის მსვლელობისას ნებისმიერი საპროტესტო აქცია მკაცრად გაკონტროლდება.
„თუ ჩვენ თავს უფლებას მივცემთ სისუსტე გამოვიჩინოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ტერორისტებს ხელი შევუწყოთ საკუთარი მიზნების მიღწევაში, მიმაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყველა სფეროში, ჰუმანიტარულში, პოლიტიკურში, ეკონომიკურში უნდა აერთიანებდეს თავის ძალისხმევას ასეთი გამოვლინებების წინააღმდეგ.
ვგულისხმობ ტერორისტულ აქტებს, ჩვენი, როგორც თამაშების ორგანიზატორების პირადი ამოცანაა დავიცვათ და უსაფრთხო გარემო შევუქმნათ ოლიმპიური თამაშების მონაწილეებსა და სტუმრებს, ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები






