უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძის ,,ფეისბუქის“ სტატუსი:
ადრეც ამბობდნენ ასე, მაგრამ პირდაპირ და ღიად - ახალი ტენდენციაა.
ქვეყანაში პოლიტიკურ განრიგს, დღესაც ნაციონალები ადგენენო.
უკაცრავად...
ბიუჯეტი მილიარდით გაირღვა, ლარი გარბის, ეკონომიკა ინგრევა, ყოფილ პრემიერ მინისტრს და პოლიტიკურ ოპონენტს საკნიდან იპარავენ, ქვეყანა ჭორაობით იმართება, პრემიერი გვყავს, პრეზიდენტი(ც), მთავრობა და მმართველი უმრავლესობა.
ჩვენ (ნაციონალები), რომელ გრაფიკს ვადგენთ?!... როგორ ვადგენთ?!...
ყველაფერი თქვენს ხელშია და პოლიტიკურ გრაფიკს ჩვენ როგორ ვადგენთ?...
თუ რეაგირება გვეკრძალება, თქვენს მიერ შექმნილ და (ვერ)მართულ პროცესებზე?!...
ქვეყანას ხომ რ ე ა ლ უ რ ა დ თქვენ მართავთ ბატონებო და ქალბატონებო!
რა თქმა უნდა, სხვა საკითხია ის, თუ როგორ მართავთ.
კიდევ ერთხელ, "უკაცრავად" თუ ოპონირებით და კრიტიკით შეგაწუხეთ.
ჩვენსკენ ნუკი იშვერთ პოლიტიკურად-ბავშვურ თითს, სწორი და საჭირო პოლიტიკური განრიგი დააწესეთ.
მასალის გამოყენების პირობები






