გიორგი ღონღაძეს დაღუპვიდან 14 წლის შემდეგ დაასაფლავებენ
მსოფლიო - 14:59, 16 Jan, 2014     2242

14 წლის წინ მოკლული ოპოზიციონერი ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის დაკრძალვას წელს გეგმავენ.

„დიახ, დაკრძალვა იგეგმება. როდის მოხდება ეს და სად, დამატებით შეგატყობინებთ, როდესაც ყველა დეტალს დავალაგებთ“, - განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ მიროსლავა ღონღაძემ. როგორც ცნობილია, ამ 14 წლის მანძილზე გიორგი ღონღაძის ნეშტი კიევის ერთ-ერთ მორგში ესვენა.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე კიევში 2000 წლის 16 სექტემბერს დაიკარგა. იმავე წლის ნოემბერში, უკრაინის დედაქალაქთან ახლოს, ტყეში იპოვეს თავმოკვეთილი გვამი, რომელიც ექსპერტთა დასკვნით, ღონღაძეს ეკუთვნოდა.

ამის შემდეგ, გამოქვეყნდა სახელმწიფო დაცვის ექს-მაიორ ნიკოლაი მელნიჩენკოს მიერ, სავარაუდოდ, მაშინდელი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას კაბინეტში გაკეთებული ჩანაწერი. ჩანაწერში კუჩმას მსგავსი ხმა იძლევა განკარგულებას „მოუარონ“ ჟურნალისტს.

2013 წლის 29 იანვარს, კიევის პეჩერის რაიონის სასამართლომ ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო შსს-ს ექს-გენერალი ალექსეი პუკაჩი და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

პუკაჩმა აღიარა, რომ თავისი ხელით გაგუდა ჟურნალისტი. ხოლო განაჩენის გამოტანის შემდეგ ფაქტობრივად აღიარა დანაშაულთან სახელმწიფოს უმაღლესი პირების კავშირი. მან განაცხადა, რომ მკვლელობის მოტივების შესახებ ლეონიდ კუჩმას და უმაღლესი რადას ექს-თავმჯდომარეს ვლადიმერ ლიტვინს უნდა კითხონ.

თავად კუჩმა ჟურნალისტის დაღუპვასთან კავშირს უარყოფს.

2011 წლის მარტში კუჩმას წინააღმდეგ ხელისუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, რამაც შედეგად ღონღაძის მოკვლა გამოიწვია, ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუმცა, იმავე წლის დეკემბერში, კიევის პეჩერის რაიონის სასამართლომ საქმის აღძვრა უკანონოდ ცნო. სასამართლომ მალნიჩენკოს ჩანაწერი ღონღაძის მკვლელობის საქმის მტკიცებულებად არ აღიარა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42