„ბიბ, იქნებ საწარმოებს „გლუშიტელი“ დაუყენო, ჰა?“
სოც.მედია - 21:59, 15 Jan, 2014     7689

სოციალურ ქსელებში პოპულარობით სარგებლობს „თბილისის ფორუმის“ ერთერთი იუზერის მიერ გამოქვეყნებული ჩანახატი 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ საქართველოზე, რომელსაც „ნიუპოსტი“ გთავაზობთ:

"სამსახურიდან გამოვედი დაღლილი, თუმცა შინაგანად რაღაცნაირად მაინც ბედნიერი. გარეთ კარგი ამინდი იყო. ან შეიძლება, არც იყო, უბრალოდ ბედნიერებისგან ასე მომეჩვენა.

მანქანაში ჩავჯექი, შესრულებული ბიუჯეტის, აყვავებული ეკონომიკისა და საოცარი დემოკრატიის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და სახლისკენ წავედი.

ვიფიქრე, გზად საწვავს დავიმატებ-მეთქი. ბენზინგასამართ სადგურზე შევიარე, ლარით გაიაფებული ბენზინით მთელი ავზი გავავსე და გზა განვაგრძე.

ახლაღა გამოჩნდა ქუჩაში ხალხი. ჩემი დასაქმებული თანამემამულეები სამსახურიდან შინ ბრუნდებოდნენ.

მაღაზიასთან გავაჩერე. ვიფიქრე, ამდენი ფული, რომ მაქვს, რამეში ხომ უნდა დავხარჯოთქო. საჭირო ნივთები ავიღე და სალაროსთან მივედი.

მოლარეს გვერდით დიდი, ფერადი კატალოგი ედო სახელწოდებით "სკოლა და ბაღი ყველა სოფელს". 41–ე გვერდი გადაფურცლა და ჩაფიქრებულმა (მაგრამ მაინც ბედნიერმა) მკითხა, მას შემდეგ, რაც ერთმილიარდიანი ფონდისა და შემდგომი დახმარების პროექტი განხორციელდა სოფლებში, იქით მინდა გადასვლა შვილებთან ერთად და შენი აზრით, რომელი სოფლის სკოლა სჯობსო.

რაღა თქმა უნდა, ვუპასუხე, რომ ყველა სოფელში ერთნაირად მაღალი ხარისხის განათლებას მიიღებდნენ მისი შვილები.

მაღაზიიდან გამოსვლისას მოხუცი (და ბედნიერი) ბებო შემხვდა. ბანკომატთან იდგა. სათვალე სახლში დარჩენია და მთხოვა, შვილო, ამ თვის პენსია უნდა ავიღო და იქნებ დამეხმარო, არაფერი შემეშალოს, მთლიანად მინდა 250–ის გამოტანაო. დავეხმარე.

მანქანასთან უცხო კაცი შევნიშნე. რომ მივუახლოვდი, გამიღიმა და მითხრა, კარები ღია დაგრჩენია, ჩაკეტვა აუცილებელი არ არის, კრიმინალის დონე იმდენად დაბალია, მაინც არავინ არაფერს მოგპარავს, მაგრამ ისე მიგეხურა მაინცო. რაღა თქმა უნდა, მადლობა გადავუხადე.

სახლთან რომ მოვედი, მეზობელი შემხვდა. ბედნიერების ცრემლებით ჰქონდა თვალები სავსე. მითხრა, იცი, ჩემი შოთიკო (შუათანა შვილი) ახლადაშენებულ საუნივერსიტეტო ქალაქ ქუთაისში მიდის სასწავლებლად. მე კი ვუთხარი, შვილო, ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანაში წადი, მე შენ გეტყვი, ვიზა გვჭირდება თუ რათქო, მაგრამ მიპასუხა, არა, დედა, ისეთ კვალიფიციურ განათლებას ვერსად მივიღებ, როგორსაც საუნივერსიტეტო ქალაქ ქუთაისშიო – და ცრემლები ვეღარ შეიკავა.

დავამშვიდე, მივულოცე ეს ამბავი და სახლში ამოვედი. კართან განახევრებული კომუნალური გადასახადების ქვითრები დამხვდა. ”ჰმ, აბა რა არის ბედნიერება, თუ არა ეს“, – გავიფიქრე, სახლში შევედი და ტელევიზორთან მოვკალათდი. გადავხედე, რას ყვებოდა თავისუფალი ქართული მედია და დასაძინებლად დავაპირე წასვლა.

ჰმ, თუმცა რა დაგაძინებს, როდესაც ყურში დღედაღამ მომუშავე ასი საწარმოს გუგუნი ჩაგესმის.

კედელზე ჩამოკიდებულ, დაბალი, მაგრამ ოდნავ სიმპატიური, ჭორვილელი მამაკაცის სურათს გავხედე და კიდევ ერთი, უკანასკნელი სურვილის შესრულება ვთხოვე:

"ბიბ, იქნებ საწარმოებს „გლუშიტელი“ დაუყენო, ჰა?".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42