ირმა ინაშვილი: ვინც მლანძღავს, დამამშვიდებელი აბები მიიღონ
სოც.მედია - 14:52, 15 Jan, 2014     2446

„ობიექტივის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი გოდერძი ჯოლოხავას ინტერვიუს კიდევ ერთხელ ეხმიანება და „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს.

ჟურნალისტი წერს, რომ გამოძიებას უკვე მიაწოდა ის ტელეფონის ნომრები, საიდანაც ჯოლოხავას ურეკავდნენ და რომლებიც თავად ჯოლოხავამ გადასცა.

ამავე დროს, ირმა ინაშვილი მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, რომ დამამშვიდებელი აბები მიიღონ:

„გოდერძი ჯოლოხავასთან ინტერვიუ პირდაპირ ეთერში შედგა. პირდაპირი ეთერი მკაფიო გარანტიაა იმისა, რომ რესპონდენტზე არავინ ახდენდა ზეწოლას. ნებისმიერ მომენტში ჯოლოხავას შეეძლო საზოგადოებისთვის ეთქვა, რომ ირმა ინაშვილი ამ წუთებში მას ემუქრება. ამდენად, ზეწოლაზე საუბარი უკვე სრული სიგიჟეა. პირდაპირ ეთერში გამოსვლისას, გოდერძი ჯოლოხავამ განაცხადა, რომ მასთან ჩვენების შეცვლის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა გენერალი გიორგი კალანდაძე და ვინმე რუსლანი, რომლებმაც ის უკრაინაში გაიყვანეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჯოლოხავასთან ინტერვიუ, ანუ ცრუ სატელევიზიო ჩვენება ჩაწერეს. იყო მუქარა, რომ მცირეწლოვან შვილს მოუკლავდნენ.

ჯოლოხავამ გადმომცა სატელეფონო ნომრები და საუბრების ჩანაწერები. ესაა კორპორატიული ნომრები და გამოძიებას არ გაუჭირდება გაარკვიოს, ვინ დგას ამ ნომრების უკან. ხმის ექსპერტიზის ჩატარებაც, ვფიქრობ, რთული არაა. ეს ჩანაწერები უკვე გადავეცი საგამოძიებო ორგანოებს.

ამას "ნაცისტების" საყურადღებოდ ვწერ. ასევე, გამოძიებას გადავეცი სატელეფონო გზავნილი."ობიექტივში" გამართული ბრიფინგის შემდეგ, გოდერძი ჯოლოხავა ჯერ ჩვენს ადვოკატს ჯუმბერ მილორავას, ხოლო შემდეგ მე დამიკავშირდა. სახეზეა კონკრეტული და ძალიან მძიმე დანაშაული. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯოლოხავასთან ინტერვიუს ბაჩო ახლაიას მეუღლე იწერდა,ხოლო ჟურნალისტის როლს ზონდერი-ადვოკატი ონიანი ასრულებდა,მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ორივე ხსენებული პირი, ასევეა, დანაშაულში მონაწილე.

ერთი წინადადება მინდა დავუთმო ახალაიას მეუღლეს. კარგად მესმის, რომ მისი მდგომარეობა რთულია. გასაგებია, როცა მეუღლე მეუღლისთვის ასე იღწვის. ჩემი თვითმიზანი არაა ნადარეიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა. მამამისს აფხაზეთის ომიდან ვიცნობდი და ძალიან ვაფასებდი.

რაც შეეხება ონიანს, კალანდაძეს, ვინმე რუსლანს და ა.შ. "ნაცისტების" მთელ ელიტას, რომელმაც ბუჩქებიდან თავი გამოყო, დარწმუნებული ვარ, სათითაოდ, თუ ჯგუფურად აგებენ პასუხს. ასე რომ, "ნაცისტების" იმ მხარადმჭერებს, რომლებიც უშვერი სიტყვებით მლანძღავენ სოციალურ ქსელში, თუ ამ ქსელის მიღმა, ვურჩევ: დამამშვიდებელი აბები მიიღონ“, - წერს ირმა ინაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42