ინდოეთში დანიელმა ტურისტმა მამაკაცთა ჯგუფს გზის მისწავლება სთხოვა, მათ კი 51 წლის ქალბატონი გააუპატიურეს.
პოლიციის მონაცემებით, დანიელ ტურისტს დელის ცენტრში გზა აებნა და 8 კაცისაგან შემდგარ ჯგუფს დახმარება სთხოვა. მათ შეიტყუეს უკაცრიელ ადგილას, დანის მუქარით გააუპატიურეს და გაძარცვეს.
სამართალდამცავმა ორგანოებმა ინციდენტთან კავშირის მქონე 15 ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს.
ინდოეთში გაუპატიურების პრობლემამ მსოფლიო მედიის ყურადღება დელიში 2012 წლის ბოლოს მომხდარმა ინციდენტმა მიიპყრო. მაშინ ექვსმა მამაკაცმა 23 წლის გოგონა ავტობუსში გააუპატიურა, რის შედეგადაც მსხვერპლი გადრაიცვალა.
დანაშაულმა ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, რასაც ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით მასობრივი დემონსტრაციები მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გაუპატიურებისათვის სასჯელის გამკაცრებაზე წავიდა, ინდოეთიდან ასეთი სახის ინციდენტების შესახებ შეტყობინება ხშირია.
მასალის გამოყენების პირობები






