ექსპერტი ელენე ხოშტარია სუბარის უწყების განცხადებაზე კომენტარს ,,ფეისბუქის“ გვერდზე წერს:
,,ანუ, სიტყვაზე უნდა ვენდოთ სამინისტროს, რომელსაც ადანაშაულებენ კანონდარღვევაში, რომლის ხელმძღვანელიც ამბობდა 10 დღეში იშლება ჩანაწერებიო და რომელიც ატარებდა კანონით არ არსებულ მოკვლევას.
ფაქტი ერთია, რომ მთავარი დამადასტურებელი გაიყვანეს თუ არ გაიყვანეს, ბევრი ლაი ლაის მიუხედავად არ გამოაქვეყნეს.
ეს მეტყველებს იმაზე, რომ 1. მერაბიშვილი გაიყვანეს 2. სახელმწიფომ ხელი დააფარა ამ დანაშაულს და პოლიტიკური გუნდი ამას აპრავებს. ესეც მათი საყვარელი 'სისტემური' დანაშაული და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ "კანონის" სხვა სტანდარტის არსებობა. პრობლემათა ბუკეტი, რომელზეც დღეს თუ არ გვექნება სერიოზული რეაგირება, ხვალ პრეტენზია ნუ გვექნება, რომ ვერ ვსუნთქავთ სათანადოდ“, - წერს ხოშტარია.
მასალის გამოყენების პირობები






