ერთი მოწყობილობა ამუშავდა, მეორე გააუვნებელყოფეს, დანარჩენები კი არ ამუშავდა.
რეგიონული საგამოძიები კომიტეტის სამმართველოს წარმომადგენლის თქმით, ჯერჯერობით ყველა დანაშაული ერთ საქმეში არ გაუერთიანებიათ. მიმდინარეობს დამატებითი ექსპერტიზა, მათ შორის კავშირის დასადგენად.
მანამდე, დასახლება ტამბუკანთან იპოვეს „ვაზ-2107“, რომელშიც ჩაცხრილული ადგილობრივი მცხოვრები აღმოაჩინეს. როდესაც ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, ავტომობილის სიახლოვეს ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. შედეგად არავინ დაშავებულა.
8 იანვარს, დილას კი, კიროვის რაიონში, ორ მეზობელ ქუჩაზე აღმოაჩინეს „ვაზ-2105“ და „ვაზ-2107“, რომლებშიც ორი ჩაცხრილული მამაკაცი ნახეს.
საგამოძიებო კომიტეტმა, მოგვიანებით დააზუსტა, რომ კიდევ ერთი ავტომობილი ნახეს სამი ჩაცხრილულით, ამდენად, მოკლულთა რიცხვმა ექვსს მიაღწია.
მომზადებულია rusplt.ru-ს მასალებზე.
მასალის გამოყენების პირობები






