ვიეტნამის ომის ვეტერანმა ჯონ ვასტმა, დაღუპული ვიეტნამელი ჯარისკაცის ოჯახს, გადასცა მისი ჩაფხუტი, რომელიც ამერიკელმა ჯერ კიდევ 1968 წელს სახლში ტროფეის სახით წაიღო, იტყობინება Associated Press.
ამერიკულ-ვიეტნამური ურთიერთობების განვითარებით დაკავებულმა ორგანიზაციის Development of Vietnam Endeavors-ის წარმომადგენლებმა გამოძებნეს დაღუპული ჯარისკაცის, ბუი დუკ ჰუნგის ნათესავები და გადასცეს ჩაფხუტი, რომელმაც მისი ოჯახის სახლის საკურთხეველზე განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.
ჩაფხუტის გადაცემის ცერემონია, რომელსაც დაახლოებით ასი კაცი ეწრებოდა, დასახლება ჰუონგ ნონში, ჰანოედან 70 კილომეტრში გაიმართა. დაღუპული ჯარისკაცის ძმისშვილმა განმარტა, რომ ჩაფხუტი მისი ბიძის ნაწილად ჩაითვლება, რომლის სხეულიც, თავის დროზე, ვერ იპოვეს.
67 წლის ჯონ ვასტმა ვიეტნამში პირადად ჩასვლა ვერ მოახერხა, მაგრამ გადასცა შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია: „ბუი დუკ ჰუნგი მამაცი ჯარისკაცი იყო და მარჯვედ იბრძოდა თავისი ქვეყნისათვის“. „მოვიდა დრო დავუბრუნოთ ეს ჩფხუტი მათ, ვინც იცნობდა და უყვარდა ეს ადამიანი. და მე ამას ვაკეთებ ყოველი თქვენგანისათვის სიყვარულისა და მშვიდობის ფიქრით განმსჭვალული“.
როგორც ამერიკელი ჰყვება, 1968 წელს ბრძოლის შემდეგ დაინახა, რომ ერთ-ერთ მოკლულ ვიეტნამელ ჯარისკაცს, მტრედის გამოსახულებიანი ჩაფხუტი ეფარა. მან დაღუპულს მოხსნა ჩაფხუტი და ამერიკაში სუვენირად წაიღო. მან მის ბინაში თაროზე თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა.
მასალის გამოყენების პირობები






