რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ პარტიის წევრების სქესობრივ ცხოვრებაში სტანდარტების შემოღების შესახებ განაცხადა. როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, ჟირინივსკიმ თანაპარტიელებს მოსთხოვა, რომ სექსით მხოლოდ კვარტალში ერთხელ დაკავდნენ.
„პორნოგრაფიის, პორნო-კასეტებისა და სხვადასხვა ასეთი ფილმის თავისუფლად წვდომის ზემოქმედებით, ახალგაზრდა თაობას ჩამოუყალიბდა ნორმა: რაც მეტია, უკეთესია. რაც ნაკლებია, უკეთესია. და მხოლოდ მაშინ, როცა ურთიერთსიმპათია არსებობს. სტანდარტი: კვარტალში ერთხელ - წელიწადში 3-4-ჯერ საკმარისია“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა.
ჟირინოვსკის აზრით, ჯანმრთელი ცხოვრების წესი გულისხმობს ზედმეტი სქესობრივობისაგან თავშეკავებას. ამასთან ერთად, პოლიტიკოსის თქმით, ჯანმრთელობის შესანაჩუნებლად აუცილებელია ალკოჰოლზე, თამბაქოს მოწევაზე და საკვებად ხორცის გამოყენებაზე უარის თქმა.
2008 წელს კომპანია Durex-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, რუსეთი შედის დიდი ქვეყნების სამეულში, რომელთა მოსახლეობაც ყველაზე ხშირადაა სექსით დაკავებული: საშუალოდ, ეს წელიწადში 143-ჯერ ხდება. რუსების დაახლოებით 80% სქესობრივ კავშირში არანაკლებ კვირაში ერთხელ შედის.
მასალის გამოყენების პირობები






