ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, პიროვნებამ თავის ოჯახის მკვლელი შეჭამა
მსოფლიო - 19:06, 13 Jan, 2014     2334

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ ბანგიში ადგილობრივმა მცხოვრებმა, მამაკაცის, რომელიც მანამდე ადამიანთა ჯგუფმა მოკლა, ფეხი სახალხოდ შეჭამა. ამის შესახებ იტყობინება „ბი-ბი-სის“ კორესპონდენტი პოლ ვუდი, რომელიც მომხდარს შეესწრო.

ჟურნალისტმა კანიბალთან გასაუბრება შეძლო. მამაკაცმა თავი წარადგინა როგორც ოუნჯა მაგლიორი და კორესპონდენტს აუხსნა, რომ მოკლული მუსულმანი იყო, ხოლო ამ რელიგიის წარმომადგენლებმა ადრე მისი ფეხმძიმე მეუღლე, და და დისშვილი დახოცეს.

ვუდის კითხვაზე, თუ რატომ შეჭამა მან ფეხი, კანიბალმა უპასუხა, რომ ის ძალიან გამწარებულია. მაგლიორმა ასევე აღიარა, რომ მას „ცოფიან ძაღლს“ ეძახიან.

მაგლიორის თქმით, მან მუსულმანი ავტობუსში შენიშნა. სხვა მგზავრებთან ერთად გადაწყვიტა მამაკაცს გასწორებოდნენ. ძირითადად ქრისტიანებისაგან შემდგარმა ჯგუფმა მძღოლს გაჩერება მოსთხოვა, რის შემდეგაც მუსულმანი გზაზე ჩაათრიეს და ცემა დაუწყეს. ერთ მომენტში, მაგლიორმა მამაკაცს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

მაგლიორს მოკლულის შეჭმაში ხელი არავინ შეუშალა. პირიქით, დამსწრეები მიდიოდნენ, მხარზე ურტყამდნენ ხელს და აქებდნენ. მკვლელობა ბურუნდელ მშვიდობისმყოფელთა თვალწინ მოხდა. ერთ-ერთ ჯარისკაცს გული აერია. სამხედროებმა ჯგუფი მხოლოდ კანიბალიზმის შემთხვევის შემდეგ დაშალეს.

როგორც პოლ ვუდი წერს, მას მომხდარის ვიდეოც აქვს, მაგრამ „ბი-ბი-სიმ“ არ გამოაქვეყნა. ჟურნალისტის თქმით, ერთ-ერთ კადრში აღბეჭდილია ხორცით სავსე პირით მომღიმარი მაგლიორი.

ზოგიერთი მონაცემით, ქვეყნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ასევე კანიბალი იყო. საუბარია ჟან-ბედელე ბოკასეზე, რომელმაც 1976 წელს თავი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის იმპერატორად გამოაცხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42