მიხაილ კალაშნიკოვი, "სიკვდილის იარაღის" შექმნის გამო, სინანულს გამოთქვამდა
მსოფლიო - 17:40, 13 Jan, 2014     3080

ავტომატ АК-47-ის შემქმენლმა მიხაილ კალაშნიკოვმა სიკვდილამდე წელიწადნახევრით ადრე, პატრიარქ კირილს მიწერა წერილი, რომელშიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ცეცხლსასროლი იარღის შექმნის გამო სინანულს გამოთქვამდა.

წერილის ტექსტში, კალაშნიკოვი თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად, ავტომატ АК-47-ს - საოცარ იარაღად, ხოლო ცივი ომის დროინდელ ამერიკელებს - საბჭოთა ხალხის მეგობრებად მოიხსენიებს.

კალანიკოვმა სიცოცხლის მანძილზე რამდენჯერმე საჯაროდ გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ სახელი იარაღის შექმნის წყალობით გაითქვა.

„ჩემი სულიერი ტკივილი აუტანელია, ერთი და იგივე ამოუხსნელი კითხვა: ვინაიდან ჩემი ავტომატი ადამიანებს სიცოცხლეს უსწრაფებდა, გამოდის, რომ მეც, მიხაილ კალაშნიკოვი, დაბადებიდან ოთხმოცდაცამეტი წლის, გლეხის შვილი, ქრისტიანი და რწმენით მართლმადიდებელი, დამნაშავე ვარ ადამიანთა, თუნდაც მტრების, სიკვდილში?“ - ნათქვამია წერილში.

„გამოდის რაღაც მუდმივი ძრავი, რომელიც ახალგაზრდობაში ასე მინდოდა გამომეგონებინა. სინათლე და სიბნელე, სიკეთე და ბოროტება - ორი მხარე, ერთმანეთის გარეშე არსებობის უუნარო, ერთი მთლიანობაა? და ეს ყველაფერი ასე უფალმა მოაწყო? და კაცობრიობამ მუდამ ასეთ ურთიერთმიმართებაში უნდა განვლოს?“ - წერს კონსტრუქტორი.

კალაშნიკოვი წერს იმის შესახებ, თუ როგორ გახდა მეგობრების დახმარებით მორწმუნე ადამიანი, როგორ გამოვიდა იჟევსკში მისი სახელობის მუზეუმის აშენების წინააღმდეგ და მხარი დაუჭირა იდეას აღედგინათ წმინდა მიხეილის ტაძარი, რომელიც 1930-იან წლებში ააფეთქეს.

სინოდის ეკლესიისად ასსაზოგადოების ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარემ, ვსევოლოდ ჩაპლინმა ბი-ბი-სისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ წერილს აღსარებად არ განიხილავს.

მან განმარტა, რომ ეკლესიამ იარაღთან დამოკიდებულების ფორმულირება დიდი ხანია მოახდინა.

„მართლმადიდებლობა ნებისმიერი ერის მიმართ აგრესიის წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ ის უდაოდ და უპირობოდ ეთანხმება ძალისა და იარაღის გამოყენებას იმ სემთხვევაში, როდესაც შენ ერს თავს ესხმიან. და განსაკუთრებით, როდესაც შენი ერის სარწმუნოების აღმსარებლობას საფრთხე ემუქრება“, - თქვა მან.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ეკლესიის თვალთახედვით კალაშნიკოვი უდანაშაულოა იმაში, რომ გამოიგონა სიკვდილის იარაღი, მღვდელს არ განუმარტავს.

24 დეკემბერს, იჟევსკში ცეცხლსასროლი იარაღის კონსტრუქტორი, მიხეილ კალაშნიკოვი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. კალაშნიკოვი ნოემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, უდმურტიის კლინიკის რეანიმაციაში იმყოფებოდა, სადაც მუცელი სისხლდენის გამო მოათავსეს.

მიხეილ კალაშნიკოვი საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენილი კონსტრუქტორი იყო. ის მსოფლიოში ცნობილი გახდა АК კალაშნიკოვის ავტომატის შექმნით. მიხეილ კალაშნიკოვი წარმოადგენს ერთადერთ ადამიანს, ვისაც მიენიჭა რუსეთის გმირობისა და ორჯერ სოციალისტური შრომის გმირის წოდებები.

ავტომატ კალაშნიკოვს ასზე მეტი ქვეყნის ძალოვანი უწყებები იყენებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42