ჟურნალ ,,პირველის" და ,,პირველი კულინარის“ მთავარი რედაქტორი ესმა კუნჭულია ვაკის პარკთან საკითხთან დაკავშირებით ,,ფეისბუქის“ გვერდზე სტატუსს წერს:
,,ვაკის პარკი ჩემი პარკია (დავიბადე და გავიზარდე ჭავჭავაძის პროსპექტზე და ჟანგბადს სწორედ ამ პარკიდან ვითვისებ). ეს ერთი.
მეორე - რესტორანი „ბუდაპეშტის“ ადგილას 7 სართულიანი სასტუმროს აზუზუნება - ჩემი აზრით, თავხედი ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ მოდით, ვიყოთ სამართლიანები - ვაკის პარკის ტერიტორიაზე ბოლო წლების განმავლობაში გაშენდა სხვადასხვა დაწესებულებაც - კავაკსიის ფრანგული სკოლა (სადაც ჩემი შვილიც სწავლობდა ბაღის ასაკში და ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას - ასოციაცია „ატუს“), გოგი თოფაძის საცხოვრებელი სახლი (აუქციონზე შეიძინა 2000 კვ.მეტრი - ერთი მეტრი 150 ლარად)), მთლად ჩემს გაჩერებაზე - ირანის საელჩო!!!! და ა.შ.შ.შ.შ.შ.
ასე არ არის? არის! მიუხედავად იმისა, რომ გოგი თოფაძის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი, მაინც არ მომწონს ერთი ოჯახის საკუთრებაში იყოს ეს საოცარი ადგილი.... თუ მაინცდამაინც უნდა აშენებულიყო აქ რაიმე - ნუ იქნებოდა ეს სუბიექტური მშენებლობა, ყოფილიყო რაიმე ძალიან საზოგადოებრივი და ობიექტური...
თუმცა ნებისმიერი ხე, ბალახი და წიწვი მენანება ცემენტზე გასაცვლელად....
აშენებულის დანგრევაზე ზედმეტია ლაპარაკი, მაგრამ თუ პროტესტია, ბოლომდე პროტესტი იყოს!!!!“, - წერს ესმა კუნჭულია.
მასალის გამოყენების პირობები






