სააგენტო AP-ის ცნობით, ჩარლსტონი და ბევრო მეზობელი ქალაქი ოლქში დახურლია მაღალი ხარისხის საფრთხის გამო. ვითარება ჯერ კიდევ გაურკვეველია.
ფედერალური მთავრობა იძულებული გახდა პარასკევს დილით გამოეცხადებინა ოლქი უბედურების ზონად, საგანგებო მდგომარეობაშია მოყვანილი ნაციონალური გვარდია.
ფედერალურმა მთავრობამ ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და საქმე გადადო და 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ პრობლემის დასაძლევად.
ამ დრომდე უცნობია Elk-ში ჩაღვრილი მეთილციკლოჰექსანის ზუსტი რაოდენობა.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ტოქსიკური ნივთიერება განსაკუთრებით საშიში არ არის, თუმცა, ადამიანისთვის ზიანის მიყენება შეილება მოხდეს მისი გადაყლაპვის, ან ჩასუნთქვის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ მიმდებარე 9 დასახლების 100 000 მოსახლე გააფრთხილა, რომ დასალევად, საჭმლის მოსამზადებლად ან დასაბანად ნუ გამოიყენებენ ონკანის წყალს, რადგან გაზრდილია ტოქსიკურობა.
მასალის გამოყენების პირობები






