ავღანური ხელისუფლება აცხადებს, რომ აშშ-ის საზღვაო ქვეითების დანაყოფის ჯარისკაცებს მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად ოთხი წლის ბიჭი დაიღუპა, იტყობინება სააგენტო reuters.com.
ინციდენტი ხუთშაბათს, პროვინცია ჰელმენდში, წინასწარი მონაცემებით, ცუდი ამინდის პირობების გამო მოხდა. „მტვერი იდგა, საზღვაო ქვეითებმა იფიქრეს, რომ მათ წინ მტერია და ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ის (ბავშვი) დაიღუპა“, - განაცხადა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ოფისის წარმომადგენელმა ომარ ზვაკმა.
ISAF-ის წარმომადგენელმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ სამხედროები ინციდენტის გამოძიებას ჩაატარებენ, დანაყოფები ყველა შესაძლებელ ზომას მიმართავენ სამოქალაქო მოსახლეობის დაღუპვის თავიდან ასაცილებლად.
მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ასეთი შემთხვევები არაერთხელ გახდა დასავლეთის სამხედრო კოალიციისა და ავღანეთის ხელისუფლების ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი, აღნიშნავს სააგენტო.
მასალის გამოყენების პირობები






