ალიასკის მაცხოვრებლებმა მარიხუანის თავისუფლად გაყიდვისათვის 45 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს. ხელმოწერათა ეს რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ მარიხუანის ლეგალიზების საკითხი საერთო ხმისმიცემაზე 2014 წლის ზაფხულში გამოიტანონ.
ინიციატივის ავტორები ხელისუფლებას თავაზობენ 21 წელს ზემოთ მოქალაქეებს ნება დართონ იქონიონ ერთ უნციამდე (28 გრამი) მარიხუანა. გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ შტატის მოსახლეობა ექვს ძირამდე კანაპლიის გაზრდის უფლებას მიიღებს. ამასთანავე, მთავრობამ უნდა შეიმუშაოს კანონმდებლობა სპეციალურ მაღაზიებში მარიხუანის გაყიდვის რეგულირებისათვის.
ალიასკა უკვე შედის 20 ამერიკული შტატის რიცხვში, რომლებშიც მარიხუანის სამედიცინო მიზნებით მოხმარება ნებადართულია. 2012 წელს, ამ ნარკოტიკის სრულ ლეგალიზებას მხარი დაუჭირა კოლორადოსა და ვაშინგტონის მოახლეობამ. ფედერალურ დონეზე, მარიხუანა, ისევე როგორც სხვა ნარკოტიკები, აკრძალულია.
ახლა, მარიხუანის ლეგალიზების შესახებ ინიციატივის მხარდასაჭერად, ხელმოწერებს ორეგონშიც აგროვებენ. ამერიკული ორგანიზაცია Marijuana Policy Project ასეთი ინიციატივების ლობირებითაა დაკავებული მთელ რიგ შტატებში: არიზონში, კალიფორნიაში, მენეში, მასაჩუსეტსში, მონტანასა და ნევადაში.
მასალის გამოყენების პირობები






