აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია S. RES. 319 უკრაინელი ერისა და მისი დამოუკიდებელი და დემოკრატიული მომავლის უფლების მხარდასაჭერად. ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩი ჯეფრი პაიეტი საკუთარ Twitter-ზე იტყობინება.
რეზოლუცია ასევე მოიცავს მოწოდებას დემონსტრანტების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ გამართონ უკრაინაში ეროვნული თანხმობის დიალოგი. ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ თავი შეიკავონ სიძულვილის გავივებისაგან, ანტისემიტური ან სხვა ხასიათის მოქმედებებისაგან, რომლებმაც, შესაძლოა, უკრაინელი ხალხი გახლიჩოს.
დოკუმენტში მკვეთრად გმობენ უკრაინული ხელისუფლების მიერ 2013 წლის 30 ნოემბერს, 1 დეკემბერსა და 11 დეკემბერს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებას. მოუწოდებენ ძალადობაში დამნაშავეთა დაუყოვნებელი დასჯისაკენ და მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს დაკავებულთა გათავისუფლებისაკენ.
აღნიშნულია, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სახელმწიფო ძალადობის გაგრძელების შემთხვევაში, პრეზიდენტმა დ კონგრესმა უნდა განიხილონ მიზანმიმართული სანქციების გამოყენების შესაძლებლობა, მათ შორის სავიზო შეზღუდვები და აქტივების გაყინვა იმ პირების მიმართ, ვინც ბრძანებას გასცემს, ან ძალადობას ჩაიდენს.
მასალის გამოყენების პირობები






