880 ბუნებრივი კატასტროფის ზარალმა 2013 წელს სულ, 92 მილიარდი ევრო შეადგინა.
სტიქიის დარტყმისაგან 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ცნობილი გერმანული სადაზღვევო საზოგადოება Munich Re იტყობინება. 2013 წელს ზიანის ზომა მრავალწლიანი საშულო დონის მაჩვენებელზე - 130 მილიარდ ევროზე უფრო ნაკლები აღმოჩნდა.
ყველაზე დიდი ადამიანური დანაკარგები თან ახლდა ტაიფუნ „ჰაიანს“, რომელიც ნოემბრის ბოლოს ფილიპინებს დაატყდა თავს. ზოგიერთი მონაცემებით, სტიქიას 6000 ფილიპინელი ემსხვერპლა, კუნძულოვანი სახელმწიფოს მილიონობით მოსახლე კი უსახლკაროდ დარჩა.
ბუნებრივი კატასტროფებისაგან 30 წლის მანძილზე მიღებულ ზარალს 3,8 ტრილიონ დოლარად აფასებენ, აქედან 74% ექსტრემალური ამინდის გამოვლინებებზე მოდის.
2012 წელს მსოფლიო ეკონომიკის დანაკარგებმა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფებისაგან დაახლოებით 140 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო 2011 წელს - დაახლოებით 350 მილიარდი დოლარი.
მასალის გამოყენების პირობები






