,,იმდენი ხალხი აღშფოთდა საშობაო ეპისტოლეთი, რომ აღარ ჩავთვალე საჭიროდ საკუთარი კომენტარის გაკეთება ერთ-ერთ სრულიად ნათელ ცთომილებაზე, რომელიც ამ ეპისტოლეშია მოყვანილი: თუ სუროგატი დედის შვილი "განწირულია უსიყვარულობისათვის", როგორც ამას საშობაო ეპისტოლე ამტკიცებს, მაშინ ეს ორ რამეს (ორივეს ლოგიკურად დაუცველ, ანუ უაზრო რამეს) შეიძლება ნიშნავდეს:1. სუროგატ დედას ბავშვს იმიტომ აჩენინებს ვიღაც, რომ შემდგომში ეს ბავშვი იშვილოს და შეიძულოს; 2. აყვანილი, ანუ ნაშვილები შვილი მშობელს, სურვილის შემთხვევაშიც, არ შეუძლია ბიოლოგიური შვილივით უყვარდეს. დამეთანხმებით, ორივე მტკიცებულება სრულიად მცდარი სპეკულაციაა, ცოტა არ იყოს წყევლისმაგვარი ოვერტონებით.
P.S. ისიც სრული უზუსტობაა, ძალიან რბილად რომ ითქვას, რომ წელიწადში 1 მილიონი ქალი იკეთებს აბორტს. ამდენი ერთ წელში განაყოფიერებისუნარიანი ასაკის ქალი საქართველოში უბრალოდ არაა“, - წერს ნიკა რურუა.
მასალის გამოყენების პირობები






