მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება და კომენტარს აკეთებს ეპისტოლეს იმ ნაწილზე, სადაც ხელოვნური განაყოფიერების შედეგად გაჩენილ ბავშვებზეა საუბარი:
"ამ შობა დღიდან დაწყებული საქართველოში შობადობამ არ იკლოს (ჩემი ბრალი არ არის, ღმერთო.....) რეპროდუქტოლოგებო, ჯოჯოხეთში დაიხრუკებით )))) ისე, მაგარია ხომ იცით სუროგატების ფასები სარგძნობლად დაიკლებს :)))))", - წერს ფარულავა.
"შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისთვის, მიუსაფრობისა და მარტოობისთვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.
პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა“, - ნათქვამია ეპისტოლეში.
მასალის გამოყენების პირობები






