ნიკოლოზ მჟავანაძე: თამარ ჩუგოშვილი პრემიერმინისტრის მრჩეველი არ უნდა იყოს
სოც.მედია - 19:41, 07 Jan, 2014     4574

უფლებადამცველთა გაერთიანების ლიდერი, ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ თამარ ჩუგოშვილი პრემიერმინისტრის მრჩეველი არ უნდა იყოს:

„ცინიზმითა და ტყუილებითაა სავსე თამარ ჩუგოშვილის წერილი, რომელიც პატრიარქის ეპისტოლეს ეხება. სად თქვა პატრიარქმა თავის ეპისტოლეში რომ ქალი ვიღაცის მორჩილებაში უნდა იყოსო. პირიქით პატრიარქი ბრძანებს:

,,ის, რომ მამაკაცი თავია ოჯახისა, არ ნიშნავს მის ბატონობას, არამედ მის მსხვერპლშეწირულ მსახურებას, მის პასუხისმგებლობას ცოლისა და შვილებისადმი. იგია მათი დამცველი, მომპოვებელი არსობის პურისა და ამასთან, ღვთისმმსახური თავისი სახლისა. მან უნდა გამოითხოვოს უფლისაგან წყალობა, სიყვარული და მადლი ოჯახის წევრებისათვის.''

რაც შეეხება სექსუალურ უმცირესობისადმი გამოვლენილ პოზიციას, რა გნებავთ ქალბატონი თამარ გამოვიდეს საპატრიარქო და მხარი დაუჭიროს ერთსქესიანთა ქორწინებას, ინცესტის დაკანონებას ...

ამას ვერც საპატრიარქო და ვერც ქართველი ხალხი დაუშვებს.

რაც შეეხება ხელოვნური განაყოფიერების საკითხს, არავის არ უთქვამს ამ გზით დაბადებული ბავშვები შვილებად არ ვაღიაროთ, გავანადგროთ და ასე შემდეგ. უბრალოდ ქრისტიანულად ღმერთმა იმიტომ შექმნა ადამი და ევა, რომ მათი მეშვეობით გამრავლებულიყო კაცობრიობა, რაც მოხდა კიდეც. ის რაც ღვთისგან დაშვებული არაა იგი ცოდვად ითვლება. უშვილობა არის განსაცდელი, მაგრამ ამ პრობლემის გადალახვაც შესაძლებელია თუკი არსებობს რწმენა ადამიანებში. ამასთამ არსებობს შვილად აყვანის მექანიზმი, მაგრამ ადამიანი ყოველთვის ცდილობს მარტვად გადალახოს დაბრკოლება და არ ფიქრობს ამ ნაბიჯის უკან რა არის.

მაგრამ თქვენთვის რამეს მტკიცება ცოტა რთულია რადგან თქვენ იმ ფსევდო ლიბერალების მსგავსად სხვა შეხედულებები გაქვთ სამშობლოზე ღმერთზე და ეკლესიაზე.

მე ის უფრო მიკვირს რატომ ხართ პრემიერის მრჩეველი, იმ პრემიერის რომელმაც სულ სხვა პოზიცია დააფიქსირა ეპისტოლეს მიმართ. მე არ მსურს, რომ ჩემი და სხვა ბევრი ქრისტიანის გადახდილი გადასახადით თქვენი ხელფასი ფინანსდებოდეს, რადგან თქვენ არ გამოხატავთ სახელმწოფო სამსახურში უმრავლესობის პოზიციას პირიქით ამ პოზიციიდან ებრძვით ჩვენს ფასეულობებს. აქედან გამომდინარე, თქვენ არ უნდა იყოთ პრემიერ მინისტრის მრჩეველი“, - წერს „ფეისბუქში“ მჟავანაძე.

პრემიერის თანაშემწემ თამარ ჩუგოშვილმა, მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა და პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გამოეხმაურა:

"განსაკუთრებით ვულოცავ ხელოვნური განაყოფიერების და სუროგაციის გზით დაბადებულ სრულიად არაჩვეულებრივ პატარებს, მათ ოჯახებს, სუროგატ დედებს, უმცირესობათა ჯგუფის წარმომადგენლებს; ქალებს, რომლებიც, თურმე, ვიღაცას უნდა ვემორჩილოთ; გოგონებს, რომლებიც, თურმე, ფსევდოკულტურითა და ცრუ თავისუფლებით არიან გატაცებული და ყველა სხვას, ვისაც დღეს გული ეტკინა. დარწმუნებული ვარ, ღმერთს განსაკუთრებულად ვუყვარვართ. და მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი ჩასახვით დაბადებული, ეთნიკურად ქართველი, მართლმადიდებელი, ჰეტეროსექსუალი მამაკაცის გარდა ყველა არასრულფასოვნები გამოვდივართ, მაინც მათაც მრავალ ბედნიერ შობას ვუსურვებ", - წერს ჩუგოშვილი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42