რუსეთის პატრიარქი კირილი უკრაინის მოვლენებში ერის გაყოფის საშიშროებას ხედავს
მსოფლიო - 15:02, 07 Jan, 2014     2173

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი თვლის, რომ უკრაინის ბოლო პოლიტიკური მოვლენები სამოქალაქო კონფრონტაციისა და ერის გაყოფის საფრთხეს შეიცავს. ამიტომ, პატრიარქი ხალხს მშვიდობისა და სიწყნარისკენ მოუწოდებს.

„ის რაც უკრაინაში ხდება, გულს ძლიერ მტკენს. ჩემთვის უკრაინა მშობლიური ქვეყანაა, ეს მშობლიური ერია, ეს ჩემი ერია და ჩემი სამწყსოა. და ის, რასაც ახლა მე ვაკეთებ, დაკავშირებულია ჩემ შინაგან სულიერ ცხოვრებასთან. მე უკრაინისთვის ვლოცულობ, ვლოცულობ ამ ერისთვის. მე ვხვდები, რომ ერის გაყოფის საფრთხე არსებობს. საფრთხე მორიგი სამოქალაქო კონფრონტაციის გაღვივებისა. საერთოდ, რასაც ახლა ვხედავთ, - ეს რევოლუციური სიტუაციაა“, - განაცხადა პატრიარქმა კირილმა ტელეარხ „რასიას“ ჟურნალისტ დიმიტრი კისილიოვთან ინტერვიუში.

რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა აღნიშნა, რომ რევოლუციის დროს „ადამიანები ისეთ ენაზე იწყებენ ლაპარაკს, ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომლებითაც ვერცერთ ამოცანას ვერ გადაწყვეტთ“. „რევოლუცია - ეს ვნებების აღზევებაა. ეს ადამიანთა შინაგანი ენერგიის კონკრეტული მიზნის განსახორციელებლად გამოყენებაა. როგორც ყოველთვის, ჩვეულებრივ, რევოლუციის მთავარ მიზანს ელიტების ცვლა წარმოადგენს“, - აღნიშნა მან.

მოსკოვისა დასრულიად რუსეთის პატრიარქმა ხაზი გაუსვა, რომ ეკლესიის მთავარი გზავნილი ხალხისადმი - ეს მშვიდობისა და სიწყნარისკენ მოწოდებაა. და როდესაც ბარიკადებზე ჩნდებიან მღვდლები, რომლებიც ხალხს აქეზებენ, ეს საეკლესიო მოწოდება არ არის“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42