ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მამიდამ, შესაძლოა, თავი მოიკლა
მსოფლიო - 13:42, 06 Jan, 2014     3758

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მამიდის თვითმკვლელობის შესახებ, სამხრეთ კორეული გამოცემა „ჩოსონ ილბო“ იტყობინება.

ასეთი განაცხადის საფუძველი გახდა ის, რომ კიმ გიონ ხი დიდი ხნის მანძილზე არ გამოჩენილა. გაზეთის წყარო ასევე ვარაუდობს, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაურის მამიდა შესაძლოა გულის შეტევით გარდაცვლილიყო. სამხრეთ კორეული დაზვერვის წარმომადგენელმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ უწყება ახლა ცდილობს გაარკვიოს ხომ არ წავიდა კიმ გიონ ხი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

ოფიციალური ფხენიანი კიმ გიონ ხის ავადმყოფობის ან სიკვდილის შესახებ არაფერს იტყობინება.

2013 წლის დეკემბერში, ის თავისი ძმის, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების ორიწლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე არ გამოჩენილა. ამან გამოიწვია ეჭვი მისი ავადმყოფობის, ან ჩრდილოეთ კორეის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობაზე იძულებით უარზე. კიმ ჩენ ინის მამიდა ბოლოს სექტემბერში ნახეს.

კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქვეყნის მეთაურის, კიმ ჩენ ინის ბიძა, კიმ გიონ ხის მეუღლე ჩან სონ თჰეკი სიკვდილით დასაჯეს. ყველა თანამდებობიდან გათავისუფლებული ჩან სონ თჰეკი ღალატში დაადანაშაულეს. დიქტატორის ბიძა მნიშვნელოვან პოსტს - თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, იკავებდა და კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში ხელისუფლების ყველაზე გავლენიან წევრად ითვლებოდა

კიმ გიონ ხი 1946 წელს დაიბადა. ის კიმ ჩენ ირის და და ჩრდილოეთ კორეის ფუძემდებლის კიმ ირ სენის შვილია. ის არმიის გენერლის წოდებას ატარებს და რესპუბლიკის მშრომელთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროში შედის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42