შვილები იტყვიან - მარსზე დედა გარდაგვეცვალაო, მგონი ძალიან მაგარია. თუ დავეტიო რაჭაში? თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ,,ფესიბუქის” გვერდზე სტატუსს წერს და „სი-ენ-ენ"-ზე გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება.
(http://www.cnn.com/2013/04/22/world/mars-one-way-ticket/index.html?sr=sharebar_facebook) „2025-ში მარსზე ადამიანების პირველი „დესანტი" დასახლდება. უკვე 200 000 მსურველია ჩაწერილი. ადამის და ევას გადმობარგებაც ალბათ ასე დაიწყო, ოღონდ თაღლითები დიდი დოზით გადმოსვეს ამ ულამაზეს დედამიწაზე შემეცნების ვაშლით ხელში. იგივე შეცდომას თუ არ გავიმეორებთ და მარსზე მხოლოდ მეცნიერებს და წესიერ ხალხს „გადანერგავენ", თანდათან სამოთხეც ჩამოყალიბდება, მერე კიდევ უფრო ნამდვილ სამოთხეს გალაქტიკის იქით, რომელიმე ლამაზ და უსაფრთხო პლანეტაზე გაიტანენ და ასე... მარსამდე მგზავრობა 6 თვე... არც არავის უთხოვია წამობრძანდიო, მაგრამ რომ ეთხოვათ, ჯერ ამისთვის მზად მაინც არ ვარ.
არც 2035-ში ვიქნები, მაგრამ 2045-ში შევხედავ სიტუაციას და... თუ მგზავრობას გავუძელი, მშვიდობით ჩავედი და დავფუძნდი, მერე აღვესრულე კიდეც, აქ, დედამიწაზე შვილები იტყვიან - მარსზე დედა გარდაგვეცვალაო. სამაგიეროდ ამაყები იქნებიან, ყველას ხომ არ ეყოლება მარსელი დედა? მგონი ძალიან მაგარია. თუ დავეტიო რაჭაში?", - წერს ფანჯიკიძე.
http://edition.cnn.com/2013/04/22/world/mars-one-way-ticket/index.html?sr=sharebar_facebook
მასალის გამოყენების პირობები






