ამერიკის სანაპირო დაცვის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი გამოეხმაურნენ ავსტრალიის, რუსეთის და ჩინეთის თხოვნას, გაუწიონ დახმარება, რუსულ და ჩინურ გემებს, რადგან არსებობს საკმაო საფუძველი იმისა, რომ ისინი დამოუკიდებლად ვერ გათავსუფლდებიან ყინულის ტყვეობიდან.
,,აკადემიკოს შოკალსკის“ ბორტზე იმყოფება 2 ადამიანი, ეკიპაჭის 22 წევრი, ხოლო ჩინური ,,თოვლის დრაკონის“ ბორტზე - 101 ადამიანი.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ვიცე-ადმირალმა პოლ ზუკუნფტიმ განაცხადა ,,ჩვენი პრიორიტეტი არის ზღვაში უსაფრთხოება და ადამიანის სიცოცხლე, ამიტომაც ჩვენ დავეხმარებით ორივე გემს, რათა მათ შეძლონ გზის გაგრძელება“.
ამრიკული ,,პოლარ სტარი“ დღეს გავიდა სიდნეიდან და დანიშნულ ადგილს მიაღწევს დაახლოებით ერთ კვირაში.

,,აკადემიკოს შოკალსკი“ ყინულებში ბლოკირებული აღმოჩნდა 22 დეკემბერს. მის დასახმარებლად გაგზავნილ იქნა სამი ყინულმჭრელი, მაგრამ მათ ვერ შეძლეს გაერღვიათ ძლიერი ყინულის ბარიერები. ხოლო ჩინური ,,თოვლის დრაკონის“ დახმარება დასრულდა იმით, რომ ის თავად აღმოჩნდა ყინულის ტყვეობაში.

მასალის გამოყენების პირობები






