რა ფინანსები დარჩა მიხეილ ხადარკოვსკის
მსოფლიო - 15:50, 05 Jan, 2014     3251

2004 წელს მიხეილ ხადარკოვსკის კაპიტალი შეფასებული იყო 15 მილიარდი დოლარით, ხოლო ერთ წელიწადში ,,ფორბსმა“ დააფიქსირა, რომ მას აქვს 2 მილიარდ 200 მილიონი დოლარი. თუმცა მაშინ იურისტები აცხადებდნენ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და რომ ბიზნესმენს ერთი წლის შემდეგ დარჩა მხოლოდ 100 მილიონი დოლარი.

როგორც ხადარკოვსკის ადვოკატი ვადიმ კლიუვგანტი აცხადებს, ,,მისი ყვეალზე მთავარი აქტივი არის მისი პიროვნული პოტენციალი, მე არ ვახდენ ულტრირებას და არც კითხვას გავურბივარ, რადგან ყველა დანარჩენი აქტივი გამომდინარეობს სწორედ ამ აქტივისგან. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ წმინდა მატერიალურ აქტივებს, ჯერ კიდევ ,,იუკოსზე“ შეტევის განხორციელებამდე, მას ჰქონდა სოლიდური დანაზოგი, მიღებული დივიდენდების სახით ბიზნესიდან, რომელსაც ის ჯერ კიდევ ,,იუკოსამდე“ აწარმოებდა“.

2005 წელს მიხეილ ხადარკოვსკიმ ჯგუფ ,,მენატეპის“ კონტროლი გადასცა თავის პარტნიორს ლეონიდ ნევზლინს, რომელიც დღესდღეობით ცხოვრობს ისრაელში. როგორც ,,RBK daily“ იტყობინება, კომპანიის ყოფილი მენეჯერები მართავენ ერთ-ერთ ჰოლანდიურ ფონდს და მათ შეიძლება ჰქონდეთ 2-დან 4 მილარდამდე დოლარი, რომელიც შესაძლოა ხადარკოვსკის ეკუთვნოდეს. ეს არის სხვადასხვა ნავთობსადენების გაყიდვიდან შემოსული თანხები.

გარდა ამისა, ხადარკოვსკის აქვს საშუალება, დაიწყოს სასამართლო დავა რომან აბრამოვიჩთან, რომელშიც გამარჯვების დიდი შანსი აქვს.

2003 წელს აბრამოვიჩის კომპანია ,,სიბნეფტი“-მ უარი განაცხადა ,,იუკოსთან“ გაერთიანებაზე. ხელშეკრულებაში მკაფიოდ იყო მითითებული, რომ თუ ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე, უნდა გადაუხადოს პარტნიორს მილიარდი დოლარი. როგორც ცნობილია, ეს თანხა ხადარკოვსკის ჯერ არ მიუღია.

მიხეილ ხადარკოვსკი პატიმრობიდან გათავისუფლდა 2013 წლის 20 დეკემბერს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42