,,ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე რეინტეგრაციის სამინისტროსთვის სახელის შეცვლას და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დასახელებულ მიზეზებს ეხმაურება.
,,ზაქარეიშვილი თავად აცხადებს, რომ სახელი სამინისტროს იმიტომ შეეცვალა, რომ მასში უპირობოდ გაერთიანება იგულისხმებოდა. ახლა კი ეს აღარ იგულისხმება და აფხაზები და ოსები უკეთ დაგველაპარაკებიანო! ასეთი ცვლილებით აფხაზების და ოსების მიდგომას ვერ შევცვლით, რადგანაც ისინი მართლაც არ წარმოადგენენ მხარეს, მათი ნაწილი უბრალოდ ოკუპანტი მხარის (რუსეთის) მიერაა გამოყენებული და ეს რა თქმა უნდა ასეა. ამითი ჩვენ (უფრო ზუსტად რუსეთუმე ხელისუფლება) იმას უსვამს ხაზს, რომ ცენტრალური მოვლენა დეოკუპაცია კი არა, ამ ხალხებთან კონფლიქტის დასრულება და შერიგებაა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კი სულაც არ არის უპირობო მიზანი, ეს ოკუპანტის მიერ გამოყენებულთა სურვილზე ყოფილა დამოკიდებული. ამით მთელი მსოფლიოს წინაშე ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიწების დაკარგვას ვეგუებით და საქმე უბრალოდ ეთნოკონფლიქტთან გვაქვს! ეს ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულია!“, - წერს თამარ ჩხეიძე ,,ფეისბუქის“ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






