როგორც ლიტვის თავდაცვის მინისტრმა იუოზას ოლეკასმა ეგრეთ წოდებული საჰაერო პოლიციის მისიის გადაცემის ცერემონიაზე აღნიშნა, „სულ უფრო მეტი ქვეყანა აცხადებს მზადყოფნას შეუერთდეს საჰაერო პატრულირებას“. მისი თქმით, მისიაში ჩართვის გადაწყვეტილება იტალიამ და უნგრეთმა მიიღეს.
აშშ ბალტიისპირეთის ქვეყნების ცაზე მორიგეობას მეოთხედ შეუდგა. ლატვიას, ლიტვასა და ესტონეთს ამისათვის საჭირო სამხედრო ტექნიკა არ გააჩნიათ, ამიტომ 2004 წლიდან პატრულირების უზრუნველსაყოფად, ყოველ ოთხ თვეში ერთმანეთს ენაცვლებიან მათი პარტნიორები ნატოში.
ლიტვაში ამერიკელები მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან ავიაბაზა ლეიკნჰიტიდან (დიდი ბრიტანეთი) ჩავიდნენ და ბელგიის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალები ჩაანაცვლეს. აშშ-ის პილოტები ფრენებს ოთხ გამანადგურებელზე F-15C “იგლზე“ შეასრულებენ. ამერიკულ მისიის შემადგენლობაში ასევე შედიან ტექნიკური და სამედიცინო პერსონალები - სულ 150 კაცზე მეტი.
მასალის გამოყენების პირობები






