"ზაქრო კაი კამსამოლა იქნებოდა, მაგრამ ფრაქციის ლიდერობა დღეს ნამდვილად მეტისმეტი იყო..." - წერს ცოტნე გამსახურდია.
როგორც გამსახურდია წერს, მასსა და ქუცნაშვილს შორის შეხვედრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შედგა.
"კახელებს აქვთ სიტყვა ვირეშმაკა - როდესაც ტიპს თავი ძალიან ჭკვიანი ჰგონია, მაგრამ ბრიყვია და მისი ხრიკები თეთრი ძაფებით არის შეკერილი. ზაქრო კაი კამსამოლა იქნებოდა, მაგრამ ფრაქციის ლიდერობა დღეს ნამდვილად მეტისმეტი იყო...მახსოვს, ზონაში რომ ვიყავი, მან ადვოკატის იმუნიტეტით მინახულა არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე. პირველად ვამბობ ახლა ამას... ვუთხარი, გადაეცი ბატონ ბიძინას, აქ საშინელებაა, მიუხედავად არსებული ჯოჯოხეთისა არის საპროტესტო მუხტი და შესაძლებელია ამას ორგანიზება გავუკეთოთ, ადამიანებს იმედი გაუჩნდათ; თქვენი არაფერი მინდა, უბრალოდ ინფორმაციული მხარდაჭერა გამიკეთეთ-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ მან ჩემს ზარებს აღარ უპასუხა. როგორც შემდეგ გავიგე, არავისთვის არაფერი გადაუცია.
"კამსამოლების" საუკეთესო ტრადიციებში, მან ჩათვალა, რომ инициатива может быть наказуема ანდა რაში ვჭირდებოდი მე, ავადმყოფი პატიმარი...იშვიათი გაიძვერაა“, - წერს გამსახურდია "ფეისბუქზე".
მასალის გამოყენების პირობები






