ბაჩუკი ქარდავა: სოჭის ოლიმპიადის დასასრული - პუტინის რეჟიმის დასასრულის დასაწყისი...
სოც.მედია - 18:43, 02 Jan, 2014     3991

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ვოლგოგრადის და მანამდე განხორციელებული ტერაქტებიდან გამომდინარე არ გამორიცხავს, რომ საერთოდ ეჭქვეშ დადგეს სოჭის ოლიმპიადის ჩატარება.

,,რა მოლოდინები შეიძლება იყოს სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით?

ვოლგოგრადის ტრაგიკული მოვლენები - ზედიზედ ორი ტერაქტი, რომელსაც წინ უძღოდა აფეთქება პიატიგორსკში და უფრო ადრე, თვითმკვლელის მიერ განხორციელებული აფეთქება ავტობუსში, კრემლის მესვეურების მოლოდინებს, ოლიმპიური თამაშების მშვიდობიანად ჩატარება-გადაგორების შესახებ, მინიმუმამდე ამცირებს.

ყველაზე ოპტიმისტ პროპუტინულ ანალიტიკოსებსაც კი სკეპტიკოსებად აქცევს რამოდენიმე გარემოება: ძალები, რომელთაც მიზნად დაისახეს ოლიმპიური თამაშების ჩაშლა, ყველაფერზე არიან წამსვლელნი მიზნის მისაღწევად, დიდი მსხვერპლი მათთვის შემაკავებელი ფაქტორი აშკარად არ არის. ტერაქტების ორგანიზების ხარისხი მათ ფინანსურ უზრუნველყოფაზეც მიანიშნებს - სრულიად შესაძლებელია მათ ჰქონდეთ მხარდაჭერა რუსეთის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში და ბოლოს, ჩემთვის განსაკუთრებით თვალშისაცემი ოპერაციის დეტალი, გასაიდუმლოების მაღალი ხარისხია, რომელიც აშკარად არ უჩივის მონაწილეთა სიმცირეს და დაუგეგმაობას.

პუტინს და მის ძალოვნებს ძალიან მცირე დრო აქვთ სიტუაციის გამოსასწორებლად და ალბათ, ესეც ოლიმპიადის მოწინააღმდეგეთა გეგმის ნაწილია - ზუსტად შერჩეული დრო, ხოლო ძალიან ცოტა კონტრშეტევისთვის.

ტერაქტის კვლავ განხორციელების საშიშროებას თუ განვიხილავთ, დიდია შანსი ოლიმპიადის ჩატარება სოჭში საბოლოოდ ეჭქვეშ დადგეს, მითუფრო დიდ სახელმწიფოთა ლიდერების ისედაც უკვე სოჭში ჩასვლაზე გაცხადებული უარის ფონზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარ მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა, ხოლო რამდენიმე დღის წინ ავსტრალიის მთავრობაში დაიწყო განხილვა სოჭის ოლიმპიადაში საერთოდ მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მათთვის ბევრად მნიშვნელოვანია საკუთარი სპორტსმენების უსაფრთხოება, ვიდრე ოლიმპიადაში მონაწილეობა.

აშკარაა, რომ სოჭის ოლიმპიადის ჩატარება რეალური საფრთხის წინაშე დგას.

თუმცა, ასეც რომ მოხდეს, შედეგი მაინც შუალედური იქნება, რადგანაც ჩემი აზრით, მთავარი სამიზნე პუტინის სავარძელია... სავარძელი, რომელიც სერიოზულ რყევას განიცდის. ნუ დაგვავიწყდება პუტინის ხელისუფლებაში მოსვლა, რომელსაც პროლოგივით წინ უძღოდა საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ტერაქტები, მაშინაც და დღესაც ეს განიხილება, როგორც ძალოვნების მხრიდან, პუტინის ძალაუფლების გამყარებისთვის, მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯი მართვადი ტერორის გზით.

თუ რეჟიმის მასხასიათებელი ტერორიზმია, მაშინ ორივე მხარეს კრიმინალური მორალია. ბუნებრივია, თუ ხელისუფლებაში მოხვედი სახლების აფეთქებით, არ არის გამორიცხული იგივე მეთოდი არა შენ სასარგებლოდ, არამედ შენსავე საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული და ვლადიმერ პუტინს ეს ბუმერანგივით მიუბრუნდეს.

აშკარაა, რომ თუ მაშინ ტერორი მართვადი იყო და ის გამოყენებული იქნა რუსეთის იმდროინდელი ძალისმიერების მიერ, დღევანდელი ტერაქტები მორალურად არაფრით განსხვავდება, თუმცა მართვის თვალსაზრისით, ის პუტინისა და მისი ძალისმიერიების კონტროლიდან აშკარად გასულია.

და ბოლოს, ექსპერტებს დავესესხები: სოჭის ოლიმპადის დასასრული, პუტინის რეჟიმის დასასრულის დასაწყისს ნიშნავს.

დაველოდოთ მოვლენებს...“, - წერს ბაჩუკი ქარდავა ,,ფეისბუქის" გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42