პოლიტოლოგი გია ნოდია „რუსთავი2“–ის გადაწყვეტილებას ეხმიანება და წერს, რომ ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ არხზე პოლიტიკური მილოცვების იგნორირების პრეცენდენტი დასაფასებელია იმის მიუხედავად, რა მოტივაცია ამოძრავებდა ნიკა გვარამიას:
„სრულიად ბუნებრივია, ადამიანმა, განსაკუთრებით თუ Nika Gvaramia და ნაციონალები არ მოსწონს, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულად ჩათვალოს:
"ახლა აღარ გინდათ, ხომ, ქვეყნის ლიდერების მილოცვა, თქვენი მიშა რომ აღარ არის პრეზიდენტი"? საწინააღმდეგოს დამტკიცება შეუძლებელია და აქ კამათს აზრი არა აქვს. მაგრამ რაც გინდა იყოს მოტივაცია.
თვითონ ფაქტი მისასალმებელია, ხოლო ნიკას არგუმენტაცია - სრულიად სწორი. გავიხსენებდი, რომ შარშან ორივე ლიდერმა ერთმანეთზე თავდასხმებისთვის გამოიყენა საახალწლო "მილოცვა", და ეს არასასიამოვნო მოგონება ჩემთვის დამატებითი არგუმენტია: მათ ამის საშუალება აღარ უნდა მივცეთ.
პრეცედენტი შეიქმნა - ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ არხზე ახალი წლის პოლიტიზაცია არ მომხდარა, და ეს მშვენიერია.
ახლა ვისაც რა უნდა ის იფიქროს, რა ამოძრავებდა ნიკა გვარამიას“, – წერს გია ნოდია „ფეისბუქში“.
მასალის გამოყენების პირობები






