გვარამია: ვინც ახლა უხამსობებს იწერებით, ჩემდამი მადლობის წერილების ავტორები იქნებით
სოც.მედია - 09:32, 02 Jan, 2014     5744

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი–2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამატებით ეხმიანება საკუთარ გადაწყვეტილებას საახალწლო ეთერიდან პოლიტიკოსთა მილოცვების მოხსნის შესახებ და წერს, რომ იმ აღქმების გამო, რომლებიც ხშირად არასწორია, პროგრესზე უარის თქმას ტელევიზია არ აპირებს.

ნიკა გვარამია იმასაც აღნიშნავს, რომ სულ მალე ის ადამიანები, ვინც „პოლიტიკური აგზნებულობის გამო“ უხამხობებს წერენ ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის, სულ მალე მისი მისამართით გაგზავნილი სამადლობელი წერილების ავტორი გახდება:

„ძვირფასო მეგობრებო, როგორიც არ უნდა იყოს აღქმა, ჩვენთვის პრინციპული და სწორი გადაწყვეტილებების მიღებისას, ვერ ვიქნებით მძევალი ვერც არსებული პოლიტიკური კონტექსტის და ვერ რუსთავი 2ის ბიოგრაფიის (9 თუ 15 წლიანის). წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც ერთ სწორ გადაწყვეტილებას ვეღარ მივღებთ. და აღქმების გამო (ხშირად არასწორი) პროგრესზე უარის თქმას ნამდვილად არ ვაპირებთ.

ერთი რამე ვიცი ზუსტად, ვისაც ახლა პოლიტიკური აღგზნება გაწუხებთ და უხამსობებს იწერებით, ისინი იქნებით პირველი მადლობის წერილების ავტორები ჩემი მისამართით. და ეს მას შემდეგ მოხდება, რაც 3-5-10 წლის მერე თქვენთვის არმოსაწონი პოლიტიკოსი არ შემოგეჭრებათ საახალწლო პრივატულობაში არც რ2ის და არც სხვა (დარწმუნებული ვარ) კომერციული ტელევიზიის ეთერით. მაშინ არავის აღარ ემახსოვრება ამ გადაწყვეტილების მოტივებზე უაზრო და ზღვარგადასული მკითხაობა“, – წერს ნიკა გვარამია „ფეიბუქზე“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42