გამოცემა აღნიშნავს, რომ ბარაკ ობამა რჩება თავის მეუღლესთან, მხოლოდ ქალიშვილებისა და პოლიტიკური კარიერის გამო, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიშელ ობამა უკვე შეხვდა ადოკატებს, რათა განიხილოს განქორწინების საკითხი.
თეთრი სახლი კომენტარს არ აკეთებს ბარაკ ობამასა და მიშელ ობამას განქორწინების შესახებ, როგორც თეთრი სახლის პრესცენტრი აღნიშნავს, ისინი არ აპირებენ რეაგირება მოახდინონ ისეთ პუბლიკაციებზე, რომელიც რეგულარულად ჩნდება ყვითელ პრესაში.
სენსაციური ინფორმაცია აშშ-ს პირველი ოჯახის პრობლემებზე განჩნდა ჟურნალ Nation-ში და იქნა ტირაჟირებული ზოგიერთი სინფოარმაციო საშუალებების მიერ ისე, რომ არც გარკვეულან, რომ რეალურად საქმე აქვთ არა ნიუ-იორკის ყოველკვირეულ ჟურნალთან, არამედ პაკისტანში გამოცემულ ამავე სახელწოდების მქონე საინფორმაციო საშუალებასთან.
მითუმეტეს, როცა პაკისტანის ,,Nation“-მაც კი თვითონ არ შეადგინა ეს ინფორმაცია, არამედ გადაბეჭდა ,,National Enquirer”-დან, რომელიც ხშირად ავრცელებს სკანდალურ ინფორმაციას ცნობილ ადამიანებზე.
რაც შეეხბა მიშელ ობამასა და ბარაკ ობამას, ისინი ისვენებენ ჰავაიზე ქალიშვილებთან ერთად და მათ შობა და დამდეგი ახალი წელი ერთობლივად მიულოცეს ამერიკის მოსახლეობას.
,,ჩვენი ოჯახი ყველა ამეიკულ ოჯახს უსურვებს ბედნიერ შობას“, - ნათქვამია ბარაკ ობამასა და მიშელ ობამას მილოცვაში.
ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ წელიწადის ამ პერიოდს უდიდეს მნიშვნელბას ანიჭებს, რადაგ ტრადიციის მიხევით ის შეიძლება გაატარო შენს საყვარელ ოჯახთან და საყვარელ დამიანებთნ ერთად.
მასალის გამოყენების პირობები






