ვლადიმერ პუტინმა თავის საახალწლო მიმართვაში, რომელიც რუსეთის აღმოსავლეთ რეგიონებში ეთერში უკვე გავიდა, გვერდი აუარა ვოლგოგრადის ტერაქტების ხსენებას. ხოლო მოგვიანებით, პუტინმა რუსებისადმი მეორე საახალწლო მიმართვა ჩაწერა, რომელშიც, პირველისგან განსხვავებით, ვოლგოგრადის ტერაქტებს შეეხო. სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლა პორტალ YouTube-ზე გამოქვეყნდა. მიმართვა ტრანსლირებულ უნდა იქნას ყველა რეგიონში კამჩატკის გარდა, სადაც 2014 წელი უკვე დადგა.
„გასულ წელს ჩვენ მოგვიწია პრობლემების წინაშე დადგომა და სერიოზული განსაცდელის გამოწვევის მიღება, მათ შორის ისეთების, როგორიცაა ტერორისტული აქტები ვოლგოგრადში და უპრეცედენტო სტიქიური უბედურება შორეულ აღმოსავლეთში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. სახელმწიფოს მეთაურმა პირობა დადო, რომ „მკაცრად და თანმიმდევრულად“ გააგრძელებს ტერორიზმთან ბრძოლას „სანამ ბოლომდე არ განადგურდება“.
მასალის გამოყენების პირობები






