ვოლგოგრადში ავტობუსის აფეთქების სკანდალური ვიდეოანალიზი (ვიდეო)
მსოფლიო - 18:11, 31 Dec, 2013     8261



ნოემბრის ბოლოს ვიდეოპორტალებზე გაჩნდა ვოლგოგრადში 21 ოქტომბერს მომხდარი ბოლოსწინა ტერაქტის ამსახველი ვიდეო, რომელიც ერთერთი ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორიდანაა გადაღებული.

ავტომანქანა ავტობუსს უკან მისდევდა და ვიდეოში მოხვდა როგორც აფეთქების მომენტი, ასევე აფეთების შემდეგ განვითარებული მოვლენები.

შეგახსენებთ, ტერაქტის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. ჩანაწერის ავტორები ანალიზის შედეგად ასკვნიან, რომ ავტობუსში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის სამართავი პულტი იმ მანქანაში იმყოფებოდა, რომელიც აფეთქებული ავტობუსის გვერდით გაჩერდა.

შენელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ აფეთქების შემდეგ ავტობუსის მარცხენა მხარეს მდებარე სარკმლიდან უცნობი მამაკაცი ხტება და ავტობუსის გვერდით გაჩერებულ ე.წ. „ბუხანკას“ უახლოვდება.

„ბუხანკის“ კარი მომენტალურად იღება და იქედან მამაკაცს ჩანთას აწვდიან. ის იღებს ჩანთას და დაზარალებულ, აფეთქებისას უვნებლად გადარჩენილ მგზავრებს ერევა, რომლებიც ავტობუსიდან, ეს-ესაა, გადმოვიდნენ და, პანიკაში ჩავარდნილები, გარბიან. ამის შემდეგ ე.წ. ბუხანკიდან კიდევ ოთხი კაცი ხტება და ოთხივე დაზარალებულთა მასაში ითქვიფება.

ვიდეონალიზის ავტორთა მტკიცებით, პირველ, ავტობუსიდან გადმომხტარ და „ბუხანკასთან“ მისულ მამაკაცს ჩანთით ყალბი დოკუმენტები გადასცეს, დანარჩენი ოთხი კი, ასევე „ბუხანკიდან“ გადმომხტარნი, ის ყალბი მოწმეები იყვნენ, რომლებსაც ტერაქტის შესახებ სიცრუე უნდა გაევრცელებინათ. ვიდეომასალაში ნათქვამია, რომ ტერაქტამდე ცოტა ხნით ადრე ავტობუსში მძღოლის ადგილი ფოლადის ფირფიტით შემოსაზღვრეს.

ვიდეოანალიზის ავტორები ვლადიმირ ჟირინოვსკის ცნობილ ფრაზასაც იხსენებენ და ამბობენ, რომ მისი მწვავე რეპლიკების შემდეგ ვლადიმირ პუტინმა გამოასწორა „შეცდომა“ და ვლადიმირ ვოლფოვიჩი მედლით დააჯილდოვა. ვიდეომასალის ავტორები ტერაქტის განმხორციელებლად ფსბ-ს მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში წითელი ტერორი მძვინვარებს, რაც უნდა შეაჩერონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42