საინფორმაციო სააგენტო apn.ru-ზე გამოქვეყნდა აბრაამ შმულევიჩის პუბლიკაცია ვოლგოგრადის ტერაქტებთან დაკავშირებულ, ავტორის აზრით, საეჭვო ფაქტებზე. გთავაზობთ შემოკლებულ სტატიას.
უცნაური ამბები ხდება ვოლგოგრადის ტერაქტის ირგვლივ. თვითმკვლელი ტერორისტის პასპორტი ჩვენ თვალწინ იცვლება.
სავარაუდო თვითმკვლელის სახელი, ტერაქტიდან რამდენიმე საათში გამოქვეყნდა. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ აფეთქებულ ავტობუსში 31 წლის დაღესტნელი ნაიდა ასიალოვას „სასწაულებრივად გადარჩენილი“ პასპორტი აღმოჩნდა. შემდეგ რუსულ პირველ არხზე და მედიის სხვა საშუალებებითაც ასიალოვას პასპორტის ფოტოც გამოქვეყნდა მინაწერით „თვითმკვლელის პასპორტი აფეთქების ადგილას იპოვეს“.
აი ისიც:

აფეთქებიდან ოთხ საათში ერთ-ერთ ცენტრალურ არხზე მისი ვრცელი ბიოგრაფია გამოაქვეყნეს.
პასპორტი აშკარად ყალბია, და შეუძლებელია აფეთქებულ ტერორისტს ეკუთვნოდეს.
ის სრულიად მთელი და დაუზიანებელია.
აშკარად ჩანს, რომ მისი ფოტოსურათი ჩადრში, პასპორტის ფოტოზე ზემოდან უბრალოდ დევს.
მეორე დღეს პასპორტი გაორდა.
გამოქვეყნდა პასპორტი იგივე ნაიდა ასიალოვას სახელზე, იგივე ნომრით, ოღონდ სხვა ფოტოსურათით. პასპორტი დაჭმუჭნული და დაზიანებულია.
საიდან და რატომ გაჩნდა ასე უცებ საინფორმაციო საშუალებებში ეს პაპორტები? გაუგებარია.

მეორე პასპორტის სინამდვილეც სათუოა, ის არ გავს ტერაქტში ნამყოფ დოკუმენტს. შთაბეჭდილება იქმნება, რომ ის უბრალოდ დიდხანს ჭმუჭნეს და გააცხელეს.
როგორც ჩანს, ტერორისტ-თვითმკვლელებს დიდი ხნის ტრადიცია აქვთ პასპორტის წარდგენით იმ ქვეყნად წასვლა. 2010 წლის 9 აპრილს ინგუშეთში ტერორისტმა- თვითმკვლელმა მარინა ევლოევამ თავი აიფეთქა. გვამის გვერდით ორი პასპორტი ეგდო: შიდა და საზღვარგარეთის.

ფოტოსურათზე დასისხლიანებული ქალის გვერდით ორი, აბსოლუტურად დაუზიანებელი, ახალთახალი პასპორტი ჩანს.
განმარტებები ჯერჯერობით არ არის, და როგორც ჩანს არც იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






