ავსტრალიური გაზეთი The Australian იტყობინება, რომ ავსტრალიამ შესაძლოა უარი განაცხადოს სოჭიში ოლიმპიადაში მონაწიელობაზე. როგორც გაზეთი წერს: ,,ავსტრალიელი სპორტსმენები შესაძლოა აღმოჩნდნენ ისეთ ვითარებაში, რომ რუსეთში ტერაქტების გაგრძელების შემთხვევაში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაში. 24 საათის განმავლობაში ვოლგრადში მომხდარმა ორმა აფეთქებამ გამოიწვია ახალი შიშები ოლიმპიიური თამაშების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯული ბიშოპმა გაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლება მჭიდროდ ითანამშრომლებს რუს კოლეგებთან რუსეთში შექმნილი სიტუაციის შეფასებისთვის მანამ, სანამ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.
,,ჩვენ არ გვსურდა საბოლოოდ გვეთქვა უარი ჩვენი სპორტსმენების მონაწილობაზე სოჭის ოლიმპიადაში, რომლისთვისაც ისინი ემზადებოდნენ წლების განმავლობაში, მაგრამ მათი უსაფრთხოება, მათ შორის უსაფრთხოება მათი ოჯახრების და გულშემატკივრების არის უპირველესი ამოცანა“.
გამოცემის ინფორმაციით, რიგი სპორტსმენების ოჯახის წევრებმა უკვე განაცხადეს უარი სოჭში გამგზავრებაზე, ხოლო თვითონ სპორტსმენები ელოდებიან მთავრობის ოფიციალურ გადაწყვეტილებას მათი ოლიმპიადაში მონაწილეობის აკრძალვასთან დაკავშირებით.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი მოუწოდებს ავსტრლიის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ რუსეთში (ჩრდილო კავკასიაში) გამგზავრებისგან.

მასალის გამოყენების პირობები






