საერთაშორისო მედია - რა ბედი ელის სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებას
მსოფლიო - 15:23, 30 Dec, 2013     3491

გამოცემა first post კვირას მომხდარ ტერაქტს რუსეთის ცენტრში განხორციელებულ ყველაზე მომაკვდინებელ დარტყმას უწოდებს.

,,იზრდება შეშფოთება რუსეთის მთავრობაში, რამდენად შეძლებენ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარებას შავიზღვისპირა კურორტ სოჭში. ოლიმპიური თამაშები, რომლის გახსნამდეც დარჩენილია 40 დღე, წარმოადგენს პუტინის ღირსების ერთ-ერთ ძირითად პროექტს, რომლითაც მას სურს აჩვენოს, რამდენად წინ წავიდა რუსეთი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ...

ამბოხებულების ლიდერი დოკუ უმაროვი, ჩეჩენი სავალე მეთაური, ივლისში გამოაქვეყნა ვიდეო მიმართვა, სადაც მოუწოდა მებრძოლებს, გაიღონ მაქსიმუმი ძალისხმევა, რათა არ მიეცეს პუტინს საშუალება, ჩაატაროს ოლიმპიადა.

პარასკევს, ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა პიატიგორსკში, რომელმაც სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

,,ჩვენ შესაძლოა ველოდოთ უფრო მეტ მსგავს შეტევებს“, - განაცხადა ტერორისტთან ბრძოლის ელიტური ქვედეანაყოფის ალვას ვეტერანთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ალექსეი ფილატოვმა.

,,ეხლა საფრთხე ძალიან დიდია, რადგან ტერორისტებს შეუძლიათ, მოახდინონ სოლიდური შთაბეჭდილება“, - განუცხადა მან როიტერს. ,,უსაფრთხოების ღონისძიებები სოჭის გარშემო უკვე დიდი ხანია გატარებულია და სწორედ ამიტომ ტერორისტები დარტყმებს განახორიცელებენ ისეთ მეზობელ ქალაქებზე, როგორიცაა ვოლგოგრადი“.

აღსანიშნავა, რომ ვოლგოგრადი არის ერთ-ერთი ის ქალაქი, სადაც 2018 წელს უნდა ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ეს არის ის სპორტული მოვლენა, რომელსაც შესწევს უნარი რუსეთის ქალაქებში ჩამოიყვანოს ათასობით გულშემატკივარი.

კვირას განხორციელებული შეტევა იყო ყველაზე მომაკვდინებელი დარტყმა რუსეთის ცენტრში“, - წერს ამის შესახებ first post-ი.

ვოლგოგრადის ტერაქტიდან გამომდინარე, სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებაზე წერსWall street Journal-ი.

თუ დადგინდება, რომ 21 ოქტომბერს ავტობუსში განხორციელებული ტერაქტსა და კვირას ვოლგოგრადის სადგურზე მომხდარი აფეთქების უკან დგას კავკასიაში ისლამური ტერორისტული ორგანიზაციები, სავარაუდოდ ეს შეუქმნის საფრთხეს სოჭში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც თებერვლის დასაწყისში იხსნება.

ვოლგოგრადი არის ქალაქი მილიონიანი მოსახლეობით და სულ რაღაც 650 კილომეტრით არის დაშორებული სოჭიდან. ხოლო პარასკევს მილიციის შენობასთან აფეთქებული ავტომობილი, რომელმაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა მილიციის შენობის ნახევარი, მოხდა რუსეთის სამხრეთით ქალაქ პიატიგორსკში, საიდანაც სოჭამდე სულ რაღაც 275 კლომეტრია

ანალოგიურ შეფასებებსა და აქცენტებს აკეთებს გამოცემა Associated Press, Christian science monitor და სხვა საერთაშორისო მედია საშუალებები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42