,,ლაივ ნოვოსტიმ“ ФСБ-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით იჩქარა გაევრცელებინა ,,თვითმკვლელის თავის ფოტო“, რომელმაც სადგურზე თავი აიფეთქა. ეს იყო 25-26 წლის ოქსანა ასლანოვა (ან არსლანოვა) - ერთ-ერთი დაღესტნელი ემირის ქვრივი, - წერს UmmaNews-ი.
თუმცა მალევე იქნა უარყოფილი ,,თვითმკვლელის“ შესახებ გავრცელებული ცნობა. ,,ინტერფაქსის“ ოპერატიული სამსახურის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეტევა ვოლგოგრადის სადგურზე ორგანიზებული იყო ,,რუსი ვაჰაბიტის“ მიერ, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ზურგჩანთაში ჰქონდა.
წყაროს ინფორმაციით თვითმკვლელი მოჯახედის გვერია - პავლოვი, რომელმაც აფეთქებისთვის დაახლოებით 10 კგ ტროტილის ექვივალენტი გამოიყენა.
ის, რომ რუსი მუსულმანების რიცხვი დღითიდღე იზრდება ჯიხადში, არ შეიძლება ეს მოსკოვს არ აშფოთებდეს. ექსპერტების აზრით, რუსული გარეგნობის მამაკაცებს თავისუფლად შეუძლიათ შეუმჩნევლად შეერიონ მასაში და არ მიიპყრონ მოსახლეობის ყურადღება.
თვითმკვლელი მოჯახედი პავლოვი, რუსული სპეცსამსახურების მეირ ეჭვმიტანილია 2004-2007 წლებში სხვადასხვა ტერაქტებში.
ФСБ ამ მომენტისთვის სწავლობს ვოლგოგრადში კარგად ორგანიზებული ტერორისტული ორგანიზაციის სტრუქტურას.
დასავლური გამოცემები შეშფოთებას გამოთქვამენ 29 დეკემბრის ვოლგიგრადის ტერაქტის გამო, სადაც ეჭქვეშ აყენებენ სოჭში პუტინის ოლიმპიადის უსაფრთხოებას.
მასალის გამოყენების პირობები






