აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სერიოზულად ართულებს გლობალური ნავიგაციური თანამგზავრული სისტემის სიგნალის კორექტირების სადგურების მშენებლობას ამერიკის ტერიტორიაზე, იტყობინება გაზეთი New York Times.
„ახალი კანონის თანახმად, აშშ-ის ტერიტორიაზე ამ სადგურების მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავდაცვის მინისტრი და ეროვნული დაზვერვის დირექტორი დაარწმუნებენ კონგრესს იმაში, რომ ეს ობიექტები არ იქნება გამოყენებული აშშ-ის წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობაში, არ გაზრდიან რუსული შეიარაღების ეფექტიანობას, არ შეასუსტებენ ამერიკული სისტემა GPS-ის პოზიციებს კომერციულ ბაზარზე და გადასცემენ მხოლოდ ღია, არადაშიფრულ მონაცემებს“, - წერს გაზეთი.
როგორც გამოცემასთან ანონიმურად მოსაუბრე კონგრესმენმა რესპუბლიკური პარტიიდან განაცხადა, მოცემული კანონის მიღების მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ აშშ-ში გლობალური ნავიგაციური თანამგზავრული სისტემის განთავსება გახდეს „თუ შეუძლებელი არა, ასეთთან მიახლოებული მაინც“.
New York Times-ი ნოემბერში იტყობინებოდა, რომ ამერიკის სპეცსამსახურები და თავდაცვის სამინისტრო პროტესტს გამოთქვამდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის გეგმების წინააღმდეგ, რაც როსკოსმოსისთვის აშშ-ის ტერიტორიაზე გლობალური ნავიგაციური თანამგზავრული სისტემის დიფერენციალური კორექციისა და მონიტორინგის რამდენიმე სადგურის მენებლობას ითვალისწინებდა.
მასალის გამოყენების პირობები






