27 დეკემბერს საღამოს, 20:00 საათზე სახელმწიფო ავტოინსპექციის შენობაში გაისმა ძლიერი აფეთქების ხმა, მილიციელებს შორის იყოს მსხვერპლი. როგორც ,,კავკაზ ცენტრი“ იტყობინება რუსული წყაროების ცნობით, პიატიგორსკის ავტოინსპექციის შენობის ნახევარზე მეტი სრულად განადგურებულია.
ავტოინსპექციის შენობასთან ,,ლაივნიუსის“ ცნობით აფეთქდა ავტომანქანა გაზ-24. სხვა წყაროების ცნობით, ეს იყო ვაზ-21-07. რუსული საინფორმაციო საშუალებები ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებენ.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა ისმოდა 4-5 კილომეტრის რადიუსში. არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი და სამიზნე იყო, სწორედ ავტოინსპექციის შენობა. ამ აფეთქების გამო, ბეშტაუში შემოღებული იქნა საგანგებო მდგომარეობა. დაღუპულების შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალებები ინფორმაციას დიდი სიფრთხილით ავრცელებენ. პირველ ინფორმაციებში იყო გაცხადებული, რომ დაიღუპნენ გამვლელები, ხოლო მოგვიანებით კი ოფიციალურად იქნა გაცხადებული, რომ აფეტქების შედეგად დაიღუპა არანაკლებ სამი ადამიანისა და ყველა მათგანი მილიციის თანამშრომელი იყო.
გარდა ამისა, საერთასორისო საინფორმაციო საშუალებებმა სასწრაფოდ მიუთითეს, რომ აფეთქება მოხდა ქალაქში, რომელიც სოჭიდან დაშორებულია სულ რაღაც 300 კილომეტრში და რომ ეს საგანგაშო სიგნალია კრემლისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






