თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, პროვინცია საქარიაში გამოსვლისას, განაცხადა, რომ თუ თურქი ხალხი მოითხოვს, მზადაა პოსტიდან წავიდეს, იტყობინება ტელეარხი TRT Haber.
„თუ თურქი ხალხი მოითხოვს, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ხელისუფლებაზე, მზად ვართ, მაგრამ ხალხს ე არ სურს“, - თქვა ერდოღანმა.
მისი თქმით, თურქი ერი არჩევანის წინაშე დგას - გაგრძელდეს განვითარება და ახალი თურქეთის შენება, თუ გადავიქცეთ ძველ, სუსტ თურქეთად.
ერდოღანის თქმით, არსებობს ძალა, რომელსაც სურს, რომ თურქეთი გახდეს ისეთი, როგორიც იყო.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ თურქეთში არის კორუფცია, მაშინ მთავრობა ადრე თუ გვიან გამოარკვევს ყველაფერ ამას.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში დიდი კორუფციული სკანდალი გრძელდება. საქმეში მთავრობის გარემოცვაში მყოფი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ფიგურირებენ.
მასალის გამოყენების პირობები






