რუსული მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინელ ხალხს მიმართავს: სამოქალაქო უთანხმოებებს, მითუმეტეს რევოლუციებს ერისათვის სიკეთე არ მოაქვს, რამეთუ დამღუპველ ვნებებს ათავისუფლებს.
რუსული მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინელ ხალხს მიმართავს მოწოდებით გაიხსენოს თავისი სულიერი საწყისები და პოლიტიკურ უთანხმოებებს არ გაანადგურებინოს ერების ძმური ურთიერთობა და ქვეყნის ერთიანობა. გზავნილი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე 26 დეკემბერს მიიღეს.
დოკუმენტი ნათქვამია, რომ უკრაინაში არსებული განწყობები „ტკივილით აღიქმება ერთიან, მრავალეროვან და მრავალმილიონიან ეკლესიაში“.
„ჩვენ ვლოცულობთ უკრაინის მიწაზე მშვიდობისათვის. ვთხოვთ მამაღმერთს არ დაუშვას გამიჯვნა და სულიერი სიბრმავე ერისა, რომელიც ათას წელზე მეტია მართლმადიდებლურ წიაღში ცხოვრობს. ვიმედოვნებთ, რომ არანაირი პოლიტიკური უთანხმოებები არ დაანგრევს ჩვენ ძმურ ურთიერთობას და ერთობლივ მხარდაჭერას“, - აღნიშნავენ სინოდის წევრები.
მასალის გამოყენების პირობები






