რუსეთის მოქალაქეებმა რეიტინგის სამეულში რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი არ შეიყვანეს, მაშინ, როდესაც ის შარშან რუსეთის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსების სიაში მეორე იყო.
რუსეთის ფედერაციის წლის პოლიტიკოსი, რუსთა 44%-ის მხარდაჭერით, კვლავ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გახდა. მეორე ადგილზე, 8%-ით თავდაცვის მინისტრი ვიქტორ შოიგუა, ხოლო მესამეზე, 7%-ით, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
პუტინი პოლიტიკოსების რეიტინგში შარშანაც ლიდერობდა 54%-ით. მეორე ადგილზე 16%-ით პრემიერი დიმიტრი მედვედევი იყო, ხოლო მესამეზე - შოიგუ (13%).
პუტინი რეიტინგს მეათე წელია ლიდერობს.
ნოემბრის გამოკითხვის თანახმად რუსეთის პრეზიდენტის მოღვაწეობით მოსახლეობის უმრავლესობა კმაყოფილია, თუმცა, ივლისიდან მოყოლებული მისმა რეიტინგმა 4 პუნქტით დაიწია და 61% შეადგინა. პუტინის მუშაობით უკმაყოფილო რუსთა რიცხვი 35%-დან 37%-მდე გაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები






