ჩრდილოეთ კორეის არმია მაქიმალურ საბრძოლო მზადყოფნაშია. ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა ქალაქ ნამპხოში კორეის სახალხო არმიის 526-ე ნაწილის ბაზაზე, მისი მამის, კიმ ჩენ ირის უმაღლეს მთავარსარდლად დანიშვნის მორიგ იუბილეზე განაცხადა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერს თან ახლდა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის პოლიტბიუროს მეთაური ჩხვე რენ ხე, რომელიც კიმ ჩენ ინის ბიძის სიკვდილით დასჯის შემდეგ, სახელმწიფოში მეორე კაცად ითვლება.
გასულ კვირას, კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში გაგზავნა ფაქსი, რომელშიც გაუფრთხილებლად, უმოწყალო დარტყმით იმუქრებოდა.
16 დეკემბერს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პაკ კინ ხემ მოსახლეობას მოუწოდა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ბიძის სიკვდილით დასჯის შემდეგ, მზად იყონ „უგუნური პროვოკაციებისთვის“.
მასალის გამოყენების პირობები






