24 დეკემბერს, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის, ბელორუსისა და ყაზახეთის მეთაურები უმაღლესი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხდომაზე ცენტრალურ საკითხად, 2015 წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნის შეთანხმებაზე ხელის მოწერისთვის მომზადებას განიხილავენ. ასევე განიხილება გაერთიანებაში სომხეთისა და ყირგიზეთის შესვლის საკითხი.
როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამიტი ვიწრო წრეში, სამი ქვეყნის ლიდერების - ვლადიმერ პუტინის, ალექსანდრე ლუკშენკოსა და ნურსულთან ნაზარბაევის შეხვედრით დაიწყება. შემდეგ დისკუსია გაგრძელდება საბაჟო კავშირში შესვლი კანდიდატი ქვეყნების სომხეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტების - სერჟ სარქსიანისა და ალმაზბეკ ატამბაევის მონაწილეობით. გარდა ამისა, განხილვაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობას უკრაინა პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი აზაროვის სახით მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






