"ბევრი სირთულე გამოვიარე, რამაც ჩემი, როგორც სპორტსმენის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა... ახლა მთავარი მიზანი ისაა, სხვადასხვა შეჯიბრის დასრულებისას ჩემი ქვეყნის ჰიმნი ავაჟღერო“ - სიმონ მამარდაშვილი
სპორტი - 09:50, 31 Jul, 2013     2924

ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ნიჭიერი სპორტსმენებით ყოველთვის გამორჩეული და განთქმული იყო, თუმცა ეს შემთხვევა იმდენად განსხვავებულია, რომ ცალკე ადგილს იმსახურებს ქართული სპორტის ისტორიაში.

ახალგაზრდა სპორტსმენების მოტივატორი - ასე უწოდებენ ძიუდოისტ სიმონ მამარდაშვილს, რომელიც ჯერ სულ 16 წლისაა, თუმცა უკვე მოასწრო და ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი ქვეყანა ასახელა. ის შეჯიბრებაზე ყველაზე პატარა ასაკის წარმომადგენელი იყო. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაზე ასეთი პატარა ქართველი მონაწილე ჯერ არ წადრგენილა, ამ მხრივაც გამორჩეულია ნიჭიერი სპორტსმენი, რომელმაც თავისი კარიერა საკმაოდ რთული გზით გაიარა, თუმცა სპორტის სიყვარულმა და მიზანდასახულობამ მისი ასაკისთვის წარმოუდგენელი წარმატება მოუტანა.

მწრთვნელები ერთხმად აღიარებენ, რომ სიმონმა მის ასაკში წარმოუდგენლად დიდი პოტენციალი გამოავლინა და ოლიპმიურ თამაშებზე საქართველოს პირველ ნომრად წარდგა, რამაც ქართული სპორტის ისტორია შეცვალა. ახლა მასზე დიდი იმედებს არა მხოლოდ მისი ტრენერები, არამედ სხვა სპორტსმენები და ძიუდოს გულშემატკივრები ამყარებენ, ამის საფუძველს კი ახალგაზრდა, ნორჩი სპორტსმენის ბეგრაუნდი იძლევა.

ჩემს რესპოდენტთან ინტერვიუს ჩაწერის დროს დავრწმუნდი, რომ ასეთი იშვიათი მოტივაციის პატრონი ცოხვრებაში ბევრ სირთულეს დაძლევს, რადგან ხასიათის მთავარი შტრიხი - მიზანდასახულობა და საქმის სიყვარული წარმატების მთავარი გარანტია:

- რა ასაკში დაკავდი სპორტით და რა გახდა შენი მთავარი მოტივატორი?

- 7 წლის ვიყავი, როდესაც ვარჯიში დავიწყე საგარეჯოს ძიუდოს დარბაზში. მოტივატორი იყო მამა, რომელიც ასევე ძიუდოისტი იყო და მან შემაყვარა ეს სპორტი, ძალია უნდოდა მის გზას გავყოლოდი, თუმცა, მხოლოდ მისი მონდომება ვერაფერს გახდებოდა, რომ არა ჩემი სყვარული სპორტის ამ სახეობის მიმართ.

- რა სირთულეები გაიარე კარიერის დასაწყისში? ყველამ კარგად ვიცით, რომ ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, უჭირს ხელი შეუწყოს სპორტსმენებს, რადგან ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემები არსებობს და არ ექცევათ სათანადო ყურადღება ენთუზიაზმით სავსე ახალგზარდებს...

- ახლა კი ტკბილად მახსენდება, მაგრამ ჩემი კარიერის დასაწყისში ბევრი სირთულე გამოვიარე, სიცივეში, წვიმაში, თოვლსა თუ ქარში სახლიდან დარბაზამდე ფეხით მიწევდა სიარული, არა და საკმაოდ შორი იყო. მაშინ ძალიან დიდი გაჭირვება იყო ქვეყანაში და პატარ-პატარა ხელშეწყობების პარალელურად მაინც გვიწევდა, მხოლოდ ენთუზიაზმით მიგვეღწია სასურველ მიზნამდე. შეუძლებელია, ეს ყველაფერი მოახერხო, თუ სპორტი არ გიყვარს და თუ მოტივაცია სისხლში არ გაქვს გამჯდარი, რთულია ამ ყველაფერს გაუძლო. საბედნიეროდ, ენთუზიაზმი მქონდა, რამაც არ მომცა საშუალება, დავნებებულიყავი. ვფიქრობ, სირთულეების გადალახვაში გამოვიმუშავე ბრძოლის ჟინი, რაც ძიუდოსა და ზოგადად, სპორტის ნებისმიერ სახეობაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ეს სირთულეები პიროვნებად და სპორტსმენად ჩამოყალიბებაში დამეხმარა და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.

- რა იყო ის გადამწყვეტი მომენტი, რამაც შენი კარიერის აღმავლობა განაპირობა?

- სპორტის სიყვარული და ბრძოლის ჟინი... 10 წლის ვიყავი, როდესაც საგარეჯოში ჩატარდა როინ ყორღანაშვილის სახელობის ტურნირი, სადაც გამარჯვება მოვიპოვე. ამან ჩემს მოტივაციაზე დიდი გავლენა მოახდინა და ეს შემდგი ტურნირების შედეგებზე აისახა. შემდეგ მოვპიოვე პირველი ადგილი საქართველოს ჩემპიონატზე და გავხდი პირველი ნომერი 66 კგ წონით კატეგორიაში. ამის შემდეგ იყო ტურნირები ანტალიასა და კიევში, სადაც ასევე საუკეთესო შედეგები ვაჩვენე. საქართველოს ასეთი დონის ტურნირების გამარჯვებული 16 წლის ასაკში არ ჰყოლია, მით უფრო ოლიმპიადაზე, რამაც დამატებით შემძინა ბრძოლისა და გამარჯვების სურვილი.

კარგი შედეგებიდან გამომდინარე, 2013 წლის ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე მომიწია გამოსვლა 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში, სადაც მესამე ადგილი დავიკავე. საქართელოს მაშინ ჯერ არ ჰყავდა ასეთი პატარა გამარჯვებული ოლიპმპიურ შეჯიბრზე. საბოლოოდ, გამარჯვებულებს შორი,ს რუსეთისა და ბოსნია ჰერცოგოვინას გვედრით დავიკავე ადგილი.

- შენი გამარჯვება მთელი ქვეყნისთვის დიდი ზეიმი იყო. მოგვიყევი იმ პირველი ემოციების შესახებ, რომელიც წარმატებული ასპარეზობი შემდეგ საქართველოში ჩამოსვლისას დაგეუფლა...

- არ დამავიწყდება ის დახვედრა, რომელიც სპეციალურად ჩემთვვის აეროპორტში მოაწყვეს. იქ მივხვდი, რა იყო რეალურად წარმატება ჩემთვის. ეს იყო ზღვა ემოცია და უსაზღვრო სიხარულის განცდა. ასეთი მომენტები ცხოვრებაში ძალიან იშვიათია და ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ხალხის სიყვარული მხვდა წილად. ასეთი დაფასებისთვის ნამდვილად ღირს, იბრძოლო ბოლომდე. უკვე აღარ ვფიქრობდი მესამე ადგილსა და შედეგებზე, მთავარი უკვე ჩემი გულშემატკივრის სიხარული გახდა, რამაც თავდაჯერება და მოტივაცია გამიასმაგა.

- ალბათ, თაყვანისმცემელი გოგოების რაოდენბამაც იმატა, ამან ცოტა ხომ არ დაგაბნია?

- ძალიან თბილად მწერენ და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. ვცდილობ, ყველას ვუპასუხო და უყურადღებოდ არავინ დავტოვო, თითეოული ადამიანის მიერ გაზიარებული ემოცია ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ეს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების განვითარებაში მეხმარება.

- მოგვიყევი შენი სამომავლო გეგმების შესახებ. ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა ხარ და ამ ასაკში მოსულ წარმატებას როგორ გამოიყენებ?

- ჩემი მიზანია, გავხდე მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი. ახლა კიდევ უფრო მეტი მონდომებით ვმუშაობ საკუთარ თავზე და მჯერა, მიზანს აუცილებლად მივაღწევ. ნომერ პირველი ამოცანა ახლა ესაა, მსურს კიდევ არა ერთხელ ვასახელო ჩემი ქვეყანა და შეჯიბრის დასრულებისას საქართველოს ჰიმნი ავამღერო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42