ბოლო დროს, მსოფლიო მედიის ყურადღებას სულ უფრო იქცევს ჩრდილოეთ კორეა და მისი ლიდერი კიმ ჩენ ინი, რომელმაც ქვეყანაში მასშტაბური წმენდა დაიწყო და საკუთარი ბიძის სიკვდილით დასჯასაც არ მოერიდა. რეპრესიების მასშტაბიდან გამომდინარე, დასავლურ პრესაში კითხვა გაჩნდა: ხომ არ არის ჩრდილოკორეელი ლიდერი „კიმებს შორის ყველაზე უარესი“, ხოლო თავად ის „აზიის დიქტატორთა ხუთეულში“ მოხვდა.
კიმ ჩენ ინის ძლევამოსილებაზე წარმოდგენას ის ფაქტიც აძლიერებს, რომ პირადად მასზე

ძალიან ცოტა რამაა ცმობილი. პრესაში არ მოიძიება მისი ბავშვობის ფოტოები, მისი დაბადების ზუსტი თარიღიც კი არ არის ცნობილი.
„დილის ვარსკვლავის მეფის“, აწგარდაცვლილი „დიდებული მმართველის“ კიმ ჩენ ირის შვილისა და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის „სამარადისო პრეზიდენტის“ კიმ ირ სენის შვილიშვილის ფოტოებს lenta.ru აქვეყნებს.






მასალის გამოყენების პირობები






