რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, "ЮКОС"-ის ექს-მეთაურის მიხეილ ხადარკოვსკის შეწყალების განკარგულებას, ხელს უახლოეს დროში მოაწერს. ამის შესახებ მან 19 დეკემბერს პრეს-კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„რაც შეეხება ხადარკოვსკის, ამაზე უკვე ნათქვამი მაქვს, მიხეილ ბორისოვიჩს, კანონის შესაბამისად, უნდა შეავსოს შესაბამისი ფურცელი, ის ამას არ აკეთებდა, მაგრამ სულ ახლახან შეავსო ასეთი ფურცელი და მომმართა შეწყალების თხოვნით. მან უკვე 10 წელი გაატარა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, ეს სერიოზული სასჯელია, ის ჰუმანიტარული ხასიათის გარემოებას ეყრდნობა, მას დედა ჰყავს ავად, და ვთვლი, რომ შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება, და უახლოეს დროში მისი შეწყალების შესახებ განკარგულებას ხელი მოეწერება“, -თქვა პუტინმა.
ხადარკოვსკის დაცვა ირწმუნება, რომ არანარი განაცხადით არ მიუმართავს, მაგრამ ქვეყნის მეთაურს აქვს უფლება შეიწყალოს მსჯავრდებული შესაბამისი თხოვნის გარეშე.
მასალის გამოყენების პირობები






